10 საუკეთესო სილამაზის ლუქი ოსკარების წითელი ხალიჩიდან

2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია, მსოფლიო პანდემიის დაწყებიდან სრული ფორმატით პირველად დაგვიბრუნდა, სწორედ ამიტომ მოლოდინი გასული საღამოს მიმართ ძალიან დიდი გახლდათ. ბუნებრივია, ყველასათვის მონატრებული წითელი ხალიჩა და მისი გლამური მოვლენათა ეპიცენტრში ამჯერადაც მოექცა, ცნობილ ადამიანებმა და მათმა სტილისტებმა კი ძალები არ დაიშურეს, რათა ეს მოლოდინი გაემართლებინათ.

როგორც კი ლუპიტა ნიოგო smoky eyes თვალებით, წითელი ტუჩსაცხითა და სკულპტურული ვარცხნილობით წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, ნათელი გახდა, რომ წინ ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი გველოდა, რომელიც ჩაცმულობებთან ერთად მაკიაჟითა და ვარცხნილობებითაც იქნებოდა გამორჩეული.

საუკეთესო ქალის მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული ჯესიკა ჩესტეინი, გუშინდელი ჩაცმულობისთვის და სილამაზის ლუქისთვისაც, უდავოდ, იმსახურებდა ოსკარს. Dolce & Gabbana-ს კაბაში გამოწყობილ ჯესიკას, ნახევრად შეკრული ჟღალი თმა და ოქროსფერი მაკიაჟი ამშვენებდა, მთავარი აქცენტით თვალებზე.

ზოი კრავიცისთვის გასული საღამოს შთაგონება დიდებული ოდრი ჰეპბერნი იქცა, Saint Laurent-ის ვარდისფერი კაბით და ოდრისეული მინიმალისტური მაკიაჟითა და ვარცხნილობით, კრავიცმა ყურადღება ნამდვილად დაიმსახურა. 

წარმოგიდგენთ The Diary-ს რჩეულ 10 სილამაზის ლუქს 2022 წლის ოსკარის წითელი ხალიჩიდან:

1. ლუპიტა ნიოგო

2. ჯესიკა ჩესტეინი

3. ნიკოლ კიდმანი

4. ზენდაია

5. ზოი კრავიცი

6. ლილი ჯეიმსი

7. ბილი აილიში

8. კრისტენ სტუარტი

9. პენელოპე კრუსი

10. კაიტრიონა ბალფი

ზევით