#საზოგადოება

15 ჭეშმარიტება თინეიჯერებს 30 წელს გადაცილებული ადამიანებისგან

გაზიარება:

განსაკუთრებული ახსნა-განმარტების გარეშე, შევთანხმდეთ, რომ წლებს გამოცდილება მოაქვს. ის, რაც ვიცით დღეს, არ ვიცოდით გუშინ და მითუმეტეს რამდენიმე წლის წინ. და იქნებ, ვინმეს ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ ეთქვა?! რა მოხდებოდა მაშინ? როგორ შეიცვლებიდა ჩვენი ცხოვრება?! წარმოგიდგენთ The Diary-ის კვირის 15 ჭეშმარიტებას თინეიჯერებისთვის. 

რჩევა თინეიჯერებს, დიპლომი, განათლება

1. არავის აინტერესებს შენი დიპლომი, მაგრამ განათლება ყველაფერია.

2. რეალობა: 20-დან 30 წლამდე დრო გაცილებით სწრაფად გადის, ვიდრე თინეიჯერობა.

რჩევა თინეიჯერებს, დრო სწრაფად გადის

3. სამეულის წესი: შენი გარემოცვის მესამედს უყვარხარ.

4. სამეულის წესი: შენი გარემოცვის მესამედს სძულხარ.

5. სამეულის წესი: შენი გარემოცვის მესამედი შენს მიმართ ინდიფერენტულია.

რჩევა თინეიჯერებს, სიყვარული, სიძულვილი

6. სიყვარულის ანტონიმი სიძულვილი არაა, ინდიფერენტულობაა!

7. სიცოცხლეში არსებობს რწმენა, რომელიც სიკვდილზე უარესია.

რჩევა თინეიჯერებს, ეგო

8. გონება შენი საუკეთესო მეგობარი და ამავდროულად ყველაზე დიდი მტერია.

9. შენს ეგოს შეუძლია შეგქმნას, ან პირიქით, დაგანგრიოს.

10. დიდ წარმატებას თან აუცილებლად სდევს შური.

რჩევა თინეიჯერებს, მოგზაურობა

11. დააფასე პროცესი - ამ ცხოვრებაში შენი მოგზაურობა ყველაფერია!

12. დაიმახსოვრე: დიდება, იღბალი და ფული სწრაფად წარმავალია.

რჩევა თინეიჯერებს, ყველა ცდილობს რაღაც მოგყიდოს

13. ყველა ცდილობს რაღაც მოგყიდოს. მეც კი ამას ვცდილობ!

რჩევა თინეიჯერებს, სისულელეა

14. ყველაფერი რასაც კითხულობ, ხედავ და გესმის წმინდა წყლის სისულელეა.

15. გმირები ადამიანები არიან! წმინდანი სინამდვილეში ცოდვილია.

ზევით