#მოდა

1950-იანი წლების პარიზული გლამური მარკ შოუს ფოტოარქივიდან

გაზიარება:

1950-იანი წლები, მოდის დედაქალაქის ყველაზე გლამურული ათწლეული, ეპოქა, რომელმაც  Dior-ის, Givenchy-ის, Fath-ის, Balenciaga-სა და Balmain-ის ჯადოსნურ სამყაროში შეგვახედა და ლეგენდარული მოდის სახლების განუმეორებელი დიზაინერების ნამუშევრები დაგვიტოვა. ეს გახლდათ წლები, როდესაც პარიზული მოდა ბრწყინვალებით მწვერვალებს იპყრობდა და ერთი ნახვით აჯადოებდა მნახველს.

მარკ შოუ მოდელთან ერთად

დღეს, გასული საუკუნის საოცნებო ათწლეულს მხოლოდ ფოტოებით შეგვიძლია შევავლოთ თვალი. ამ კუთხით კი, ამერიკელი მოდის ფოტოგრაფის ფოტოარქივი ნამდვილი საგანძურია. მარკ შოუს ფოტოკოლექცია ყველაზე გლამურული მოდური ჩვენებების კულისებს მიღმა ფოტოებს ინახავს, თვალწარმტაც ჩვენებებსა და გადაღებებს, რომლებიც ფოტოგრაფის პორტფოლიოში დღემდე საპატიო ადგილს იკავებენ.

ამერიკელმა ფოტოგრაფმა, მარკ შოუმ სახელი კენედის ოჯახის ფოტოებით გაითქვა. თუმცა, მარკი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ მოდის ფოტოგრაფიაში. მან ამ მიმართულებას ინოვაციური მეთოდები და ახალი ხედვები შემატა. შოუს ეკუთვნის ისეთი საკულტო ფოტოები, როგორებიცაა Chanel-ის სამოსში გამოწყობილი მოდელები, თავად კოკო შანელის ქუჩის ფოტოები, Balmain-ის, Dior-ისა და Givenchy-ის 1950-იანი წლების ჩვენების კულისებს მიღმა კადრები და სხვა.

Christian Dior-ის ჩვენება, 1952 წელი
Dior-ის ახალი ქმნილების მოსინჯვა, 1953 წელი
მზადება  Balmain-ის ჩვენებისთვის, 1954 წელი
მზადება  Balmain-ის ჩვენებისთვის, 1954 წელი
მზადება  Balmain-ის ჩვენებისთვის, 1954 წელი
Dior-ის ქუდის პრეზენტაცია, 1954 წელი
Dior-ის საკულტო წითელი კაბის მოსინჯვა, 1954 წელი
მოდელი Dior-ის სამოსში, 1954 წელი
Dior-ის საპატარძლო კაბა, 1961 წელი
ზევით