როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ჯინსების გარდერობის შეუცვლელი და ძირითადი ელემენტია. ამ უნიკალური სამოსის პირველი წყვილი 150 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ქალებში ჯინსები პოპულარული გასული საუკუნის 50-იან წლებში გახდა. იცვლება სტილი, ქსოვილის სიმკვრივე, ემატება აქსესუარები, მაგრამ ჯინსი არასდროს გადის მოდიდან.
The Diary-ი 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ყველაზე მოდურ ჯინსებს წარმოგიდგენთ.
თავისუფალი სტილი
2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მარტივი სილუეტებია ტრენდული. ეს ტენდენცია ჯინსებსაც შეეხო და თავისუფალი სტილის ჯინსები ამ სეზონის ტენდენციებში მთავარ ადგილს იკავებს, რომელსაც როგორც სწრაფი ბრენდების, ასევე მაღალი მოდის კოლექციებში იხილავთ.
ჯინსი გაშლილი ტოტებით
ჯინსი გაშლილი ტოტებით 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებში პოზიციებს იმყარებს. ამ სეზონზე დიზაინერების მიერ წარმოდგენილი ჯინსები 1970-იანი წლების მოდის გამოხმაურებაა. Bottega Veneta-მ ჯინსები ბრჭყვიალა ქვებით წარმოგვიდგინა, Sacai-მ უტილიტარულ ჯინსს წინა ნაკერი გაუკეთა, ხოლო Sandro-მ ჯინსზე ლითონის ელემენტები ქაოტურად მიმოფანტა.
კლასიკური მოდელი
კლასიკურ სწორი მოდელი, არანაკლებ აქტუალურია ამ გაზაფხულზე. ასეთი ტიპის ჯინსის კომბინირება მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერ ნივთთან. მოირგეთ ამ ტიპის ჯინსები კლასიკურ პერანგთან და პიჯაკთან ან შექმენით რომანტიკული ლუქი რუშებიან ბლუზასთან ერთად.