#სილამაზე

2021 წლის თვალის საუკეთესო საცხები

გაზიარება:

| სოფო შერგელაშვილი |

თვალის გარშემო კანის მოვლა კანის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეისათვის, ბაზარზე თვალის კრემების ფართო არჩევანია, მომხმარებლისთვის კი, არც ისე მარტივია მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან აარჩიოს სასურველი. თვალების ქვეშ ნაზი და დელიკატურად მოსავლელი კანის ქსოვილია. ამიტომ, ხშირად ჩნდება ისეთი გარეგნული დეფექტები, როგორიცაა მუქი წრეები, ნაოჭები ან შეშუპება. სტატიაში შემოგთავაზებთ თვალის გარშემო კანის მოვლისთვის განკუთვნილ სხვადასხვა კრემს, რომლებიც აუფერულებს და აშორებს თვალის ირგვლივ მუქ წრეებს, ნაოჭებს და შეშუპებას.

თვალის საუკეთესო კრემები მუქი წრეებისთვის

ხანდახან მუქი წრეების გაქრობა შეუძლებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გამოძინებას ვერ ახერხებს. საბედნიეროდ, Drunk Elephant-ის C-Tango მულტივიტამინური თვალის კრემი შეიცავს C ვიტამინის ხუთმაგ რაოდენობას და დაბალანსებულია დამამშვიდებელი კიტრის ექსტრაქტით.

თვალის კრემი

C-Tango™ Vitamin C Eye Cream

 

ყიდვა

Kiehl's Creamy Eye Treatment მსახიობ შეი მიჩელის რჩეული თვალის კრემია - ავოკადოს ზეთით ფორმულირებული ვარიანტი.

თვალის კრემი

Creamy Eye Treatment with Avocado

 

ყიდვა

Olehenriksen's Banana Bright Creme C ვიტამინითაა გაჯერებული. გამოიყენება როგორც გაღიავებისთვის, ასევე გამკვრივებისთვის, განსაკუთრებით ეფექტურია მაკიაჟის ქვეშ. ხოლო SkinMedica-ის TNS Eye Repair ამცირებს მუქი წრეების გაჩენის ალბათობას და კანს უფრო ახალგაზრდულ იერს ანიჭებს.

დოქტორი ჰედლი კინგი, რომელიც სპეციალიზირებულია სამედიცინო და კოსმეტიკურ დერმატოლოგიაში, რეკომენდაციას უწევს Planktos Phyto Vitality თვალის კრემს, რადგან მის შემადგენლობაშია ბაკუჩიოლი, რომელსაც იგი „რეტინოლის ერთ-ერთ ალტერნატივად“ მოიხსენიებს. რეტინოლს დაბერების საწინააღმდეგო და კანის გამაღიავებელი ეფექტი აქვს. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს თვალის პიგმენტაციისა და ელასტიკურობას გაუმჯობესება.

საუკეთესო თვალის კრემები ნაოჭებისთვის

დამატენიანებელი შიის კარაქითა და წყალმცენარეებით გაჯერებული La Mer-ის თვალის ბალმი ღრმად აღწევს კანში, ხოლო Jurlique's Supreme Eye Balm შეიცავს სპილანტეს ყვავილის ექსტრაქტს სახის კუნთების დასამშვიდებლად და წვრილი ხაზების შესამცირებლად.

თვალის კრემი

Capture Totale Cell Energy Eye Cream

 

ყიდვა

Dior-ის გამამკვრივებელი და ნაოჭების მაკორექტირებელი თვალის კრემი მსახიობ ნინა დობრევის ფავორიტია. მსახიობი მას როგორც დილით, ისე ღამის რუტინაში იყენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფრენა და მგზავრობა აქვს დაგეგმილი. რაც შეეხება მოდელს იმაან ჰამამს, მისი რჩეულია თვალის შრატი-დამატენიანებელი - Kat Burki Rosehip. მსახიობი ზოე კრავიცი დაბერების საწინააღმდეგო Retrouvé Revitalizing Eye Concentrate-ს იყენებს, რომელიც გაჟღენთილია ლანოლინით, ანტიოქსიდანტებით და სკალენით. ეს კონცენტრატი განსაკუთრებით ქმედითუნარიანია დაბერების ნიშნების შესამცირებლად და კანის დასატენიანებლად.

თვალის საუკეთესო კრემები შეშუპებისთვის

შეშუპებასთან საბრძოლველად თვალის კრემში შემავალი კოფეინის ელფერი დაგეხმარებათ. Dior-ის გამამკვრივებელი და ნაოჭების მაკორექტირებელი თვალის კრემი შეიცავს მწვანე ყავის ზეთს და კანაფის თესლის ზეთს თვალის ირგვლივ კანის დასამშვიდებლად.

თვალის კრემი

The Perfomance Eye Gel

 

ყიდვა

ანალოგიურად, ჯორდან სამუელის თვალის გელში შემავალი მწვანე ჩაი და ოქროსფერი გვირილა ამშვიდებს კანს თვალის ირგვლივ და ჯანსაღ იერს აძლევს. მომღერალი ჯორჯა სმიტი თვალის უპეებისთვის The Ordinary-ის კოფეინის ხსნარს იყენებს, რათა დაღლილობა დაფაროს.

თვალის კრემი

Caffeine Eye Cream

 

ყიდვა

მოგზაურობის დროს მუქი წრეების მოსაშორებლად, რივერდეილის მადლენ პეტჩი არჩევანს Sisleÿa L'Intégral Anti-Age Eye & Lip Contour Cream & Massage Tool დუეტზე აკეთებს. ეს დუო მისი რუტინის განუყოფელი ნაწილია. ამავდროულად, მსახიობი ჯემა ჩანი The Inkey List-ის კოფეინის თვალის კრემს თავის „საიდუმლო იარაღს“ უწოდებს, რათა ცოტათი გააღვიძოს სახე, როცა თავს დაღლილად გრძნობს.

თვალის საუკეთესო კრემები მგრძნობიარე კანისთვის

მოგეხსენებათ, თვალის არე ულტრამგრძნობიარეა, თუმცა მათთვის ვინც ალერგიით ან კანის სხვა დაავადებებით იტანჯება, ეს არე ორმაგად მგრძნობიარე და მარტივად გაღიზიანებადი ხდება. BABOR დამამშვიდებელი Rx კრემი იდეალურია სტრესისა და გაღიზიანების დასაბალანსებლად ძალიან მგრძნობიარე კანის პირობებში.

თვალის კრემი

Soothing Cream

 

ყიდვა

დოქტორი თამარა ლაზიჩ სტრუგარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, FAAD, რომელიც სპეციალიზირებულია ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, ამბობს, რომ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია გამოიყენონ დამატენიანებელი, რომელიც არ შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებმაც შეიძლება გაღიზიანება ან ალერგია გამოიწვიონ. რეაქციას იძლევა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა არომატიზატორები, პარაბენები, გარკვეული კონსერვანტები და ალკოჰოლი.

თვალის კრემი

Toleriane Ultra Soothing Eye Cream for Very Sensitive Eyes

 

ყიდვა

შესაბამისად, მისი რეკომენდაციაა La Roche Posay-ის ულტრა დამამშვიდებელი თვალის კრემი, რომელსაც, თუ ზემოთ თქმულს გავითვალისწინებთ, იდეალური შემადგენლობა აქვს: შიის კარაქისა და ნიაცინამიდის კომბინაცია თვალის ირგვლივ გაღიზიანებული კანის გადასარევად დატენიანებას უზრუნველყოფს. მსახიობ კრისტენ ბელს, რომელიც აღნიშნავს, რომ მგრძნობიარე კანი აქვს, უყვარს დოქტორ ბარბარა შტურმის თვალის კრემი, რადგან ის მსუბუქია და „გელისებური ფაქტურა აქვს“. კინგი რეკომენდაციას უწევს Revision Skincare's D.E.J.  თვალის კრემს, რადგან იგი შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს კანის ბარიერისთვის, ასევე ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს და ასტიმულირებს პეპტიდებს კოლაგენის გამომუშავებისკენ.

თვალის საუკეთესო გამამკვრივებელი კრემები

Thrive Causemetics Defying Gravity Eye Lifting Cream შექმნილია ბიო რეტინოლით, რომელიც აძლიერებს კანის ელასტიურობას. ანალოგიურად, Algenist-ის Elevate გამამკვრივებელი თვალის კრემი  ProPeptide3 ამკვრივებს მოდუნებულ კანს, ხოლო Epara-ს თვალის შრატი ბამბუკის აბრეშუმისა და ნიაცინამიდის ნაზავით ამცირებს შეშუპებას და მატებს სიმკვირვეს.

თვალის კრემი

Eye Serum

 

ყიდვა

ექიმი დენდი ენგელმანი, მედიცინის დოქტორი რეკომენდაციას უწევს Elizabeth Arden's Advanced Ceramide Capsules ახალგაზრდობის აღმდგენ თვალის შრატს, რადგან ის შეიცავს პეპტიდებს კოლაგენისა და ელასტინის წარმოსაქმნელად, რომელიც კანს აღიავებს, ხოლო ჰიალურონის მჟავა მას ამკვრივებს და არბილებს. მათი მაცივარში შენახვა ასევე ზრდის გამწმენდ ეფექტს. Kate Somerville კრემი ასევე რეტინოლს შეიცავს თვალის არეების დასატენიანებლად, ხოლო მოდელსა და მსახიობს, ლორა ჰარიერს Clarins Total Eye Lift Cream - ვარიანტი ურჩევნია, რომლის ინგრედიენტების 94% ბუნებრივია: კოფეინი, შიის კარაქი, ორგანული ჰარუნგანა და კესის ყვავილის ცვილი. ეს კრემი თვალის ირგვლივ დელიკატურ კანს მყისიერად ამკვრივებს.

ღამის საუკეთესო თვალის კრემები

ღამის რუტინა შესანიშნავი დროა კანის პრობლემების ერთდროულად მოსაგვარებლად, მათ შორის თვალების ქვემოთ, ულტრა დამატენიანებელი ფორმულებით. Epi.logic-ის ღამის თვალის კრემი იდეალურია დასაწყებად. სკალანის, პეპტიდების და ჰიალურონის მჟავის კოქტეილი ერთგვაროვან პიგმენტს ქმნის და ამაგრებს მთლიან ტექსტურას, ასევე უზრუნველყოფს დატენიანებას.

თვალის კრემი

Regenerist Retinol24 Night Eye Cream

 

ყიდვა

Kiehl's Midnight Recovery Eye Cream-ს აქვს Butcher's Broom Extract-ი, რომელიც თვალებს დილის საათებში კარგად დასვენებულ შესახედაობას აძლევს, ხოლო სკალანი კანს უფრო გლუვს ხდის. Olay's Retinol24 თვალის კრემი 24-საათიანი დატენიანებით, რეტინოლის, ნიაცინამიდის და ვიტამინის E ინფუზიის წყალობით დაბერების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. მსახიობი Debby Ryan  Youth To The People's Superberry Dream თვალის კრემის მომხმარებელია. ეს კრემი შექმნილია გოჯის ღეროვანი უჯრედებით, ჰიალურონის მჟავით და C ვიტამინით, რომელიც ამსუბუქებს და ატენიანებს კანს ძილის დროს.

ზევით