#მოდა

2022 წლის ზაფხულის ახალი ტრენდი - ბარბის სტილი #Barbiecore

გაზიარება:

მას შემდეგ, რაც გრეტა გერვინგის ახალი ფილმის Barbie-ს გადასაღები მოედნიდან მარგო რობის კადრები გავრცელდა, ბარბის სტილი, უფრო ზუსტად კი ბარბის ვარდისფერი სამყარო - #Barbiecore - 2022 წლის ზაფხულის მოულოდნელ ტრენდად მოგვევლინა. 

მიუხედავად იმისა, რომ ვარდისფერი ყოველთვის იყო ცხელი ზაფხულის ერთ-ერთი დომინანტი ფერი, ახალი ტრენდის და კლასიკად ქცეული ვარდისფრის გარჩევა ძალიან მარტივია. ასე მაგალითად, მარგო რობისა და რაიან გოსლინგის (კენის როლში) ფოტოების ვირუსულად ატაცების შემდეგ, მეგან ფოქსმა და Machine Gun Kelly-მ გადაწყვიტეს, რომ რეალურ ცხოვრებაში მოგვევლინონ როგორც ბარბი და კენი. მომღერლის ახალი დოკუმენტური ფილმის Life In Pink ჩვენებაზე, წყვილი სრულად ვარდისფერ ლუქში გამოწყობილი გამოჩნდა.

იმავე დღეს, მეგან ფოქსი კიდევ ერთ ვარდისფერ ლუქში გამოჩნდა, ამჯერად მსახიობმა მეტალიკ ფერზე შეაჩერა არჩევანი.

კიდევ ერთი A-lister-ი რომელიც უკვე თავით-ფეხებამდე ვარდისფრით შეიმოსა კიმ კარდაშიანია, Balenciaga-ში გამოწყობილმა კიმმა თავის საოცნებო ცხოვრებაში შეგვახედა.

More is more - სწორედ ეს გახლავთ ბარბის სტილის მთავარი მესიჯი და ცნობილი ადამიანების შემდეგ ამ სტილის განმეორების ბრწყინვალე მცდელობებს #Barbiecore ჰეშთეგით აღმოაჩენთ Instagram-ზე.

ზევით