#მოდა

აქსესუარების მთავარი ტრენდები 2022 წელს

გაზიარება:

ეჭვგარეშეა, 2022 წელი მაქსიმალიზმს მიეძღვნება და ყველაზე მოდურ ერთეულებად ხმამაღალი სილუეტები, მრავალმნიშვნელოვანი დეტალები და გიგანტური აქსესუარები იქცევიან. დღეს, სწორედ ამ უკანასკნელზე - აქსესუარებზე შევჩერდებით და მომავალი წლისთვის ყველაზე ტრენდულ ნივთებს წარმოგიდგენთ, რომლებიც თქვენს გარდერობში აუცილებლად მოხვდებიან.

გიგანტური საყურეები

Giambattista Valli SS2022

Giambattista Valli-ს, Saint Laurent-სა თუ Givenchy-ს 2022 წლის კოლექციებზე თვალის გადავლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ 2022 წელს გიგანტური საყურეები განსაზღვრავენ. ამ აქსესუარებს ყველაზე ერთფეროვანი ჩაცმულობისთვის საჭირო ეფექტის მინიჭება მარტივად შეუძლიათ.

მასიური სამაჯურები

Saint Laurent SS2022

მაქსიმალიზმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი - მასიური სამაჯურები ცნობილი მოდის სახლების: Chanel-ის, Fendi-ს, Givenchy-ს, Loewe-სა და Hermès-ის 2022 წლის ჩვენებებში გამოჩნდა. სტილი შესაძლოა განსხვავებული იყოს, თუმცა კონცეფცია ერთია. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ აუცილებელი არ არის გაზაფხული/ზაფხულის სეზონს დაელოდოთ, რათა ამ სტილის სამაჯურები მოირგოთ. მათი ტარება ხელთათმანებსა თუ სვიტრებზეც შესაძლბელია.

წინამხრის სამაჯურები

Fendi SS2022

სამაჯურების თემა მასიური აქსესუარის ტრენდით ნამდვილად არ დასრულებულა. თქვენ წინაშეა წინამხრის სამაჯურები, სხვადასხვა დიზაინითა და მბზინავი თვლებით.

უხეში მრავალფენიანი ჯაჭვები

Bronx and Banco SS2022

მოდური გოგოების რჩეული ჯაჭვები 2022 წლის მოდის ტრენდთა შორისაც აუცილებლად შეგვხვდებიან. თუმცა, ოდნავ სახეცვლილად - ახლა ისინი მრავალფენიან კომპოზიციას წარმოგვიდგენენ. ამ სტილის აქსესუარის ტარება შესაძლებელია როგორც ყელსაბამად, ასევე სამაჯურად.

უზარმაზარი მძივები

AZ Factory SS2022

თუ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ იმ ფაქტში, რომ მაქსიმალიზმი მოდის სამყაროში ამაყად შეამოაბიჯებს, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ აქსესუარს - უზარმაზარი მძივებისგან აცმულ ყელსაბამებს, რომლებიც ახალი კოლექციის ჩვენებებში არაერთი მოდის სახლის პოდიუმზე ვიხილეთ.

ინფანტილური ბეჭდები

DIOR SS2022 

თვალშისაცემი, ინფანტილური ბეჭდები მოდის ტრენდებში უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდა. თუმცა, 2022 წელს ერთი მნიშვნელოვანი სიახლით დაგვიბრუნდება: როგორც მოდის სახლი Dior-ი გვარწმუნებს, მსგავსი სტილის ბეჭდები გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ერთად უნდა მოვირგოთ და ყველაზე მონოქრომულ ჩაცმულობასაც კი ხიბლი შევძინოთ.

ზევით