#სილამაზე

2022 წლის გაზაფხულის სილამაზის ტრენდები, რომლებსაც მოუთმენლად ველით

გაზიარება:

მინიმალიზმი და მაქსიმალიზმი, თავიანთი დიდებულებით და ელეგანტურობით 2022 წლის გაზაფხულის სილამაზის ტრენდებს შორის თანაარსებობენ. იმის მიხედვით, რისი გადმოცემა, გაზიარება და გადატანა გსურთ თქვენს მაკიაჟზე შეგიძლიათ სეზონის რჩეული სილამაზის ლუქებიდან თქვენი ფავორიტები შეარჩიოთ და მომავალ სეზონზე, რომელიც სულ მალე შემოაღებს კარს, სწორედ მათზე კონცენტრირდეთ.

ნეონის თვალები

ნეონის ტრენდისთვის მადლობას Versace-ს და მის მეიქაფ არტისტს უნდა ვუხდიდეთ, რომლებმაც 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სილამაზის ლუქები შემოგვთავაზეს და მაქსიმალიზმის ნამდვილი ზეიმიც მოაწყვეს. არ დაგიმალავთ, ეს ლუქი ჩვენი პირადი ფავორიტია.

გლითერები და კრისტალები

მინიმალისტური მაკიაჟის და გლითერებისა თუ კრისტალების ტანდემი ის იშვიათი, თუმცა დასამახსოვრებელი სილამაზის ლუქია, რომელიც ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს და ამავდროულად ყველაზე დაუჯერებელ, ზღაპრულ ლუქს ქმნის.

დელიკატური ფერები

თვალის ჩრდილებით და ფერებით თამაში 2022 წელს თავისუფლად შეგიძლიათ. შთაგონებისთვის შეგიძლიათ Lanvin-ის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენების სილამაზის ლუქები დაათვალიეროთ, რითაც მეიქაფ არტისტმა ნამდვილი ჯადოსნობა შექმნა.

მკვეთრი წითელი ტუჩები

წითელი ფერი როგორც ყოველთვის საუკეთესოდ გამოხატავს სიძლიერეს, თავდაჯერებულობასა და ელეგანტურობას. ამ ფერს საკუთარი მაგია არასდროს დაუკარგავს. სიმართლე რომ ითქვას, წითელი ფერის ტუჩსაცხი ის საყოველთაო განაცხადია, რომელიც ტრენდულობას არც საჭიროებს.

გრაფიკული ლაინერი

გრაფიკული დიზაინების შექმნა ნამდვილად დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ეს სტილი, რომელიც Gen Z-ის თაობის სულისკვეთებას ყველაზე ნათლად მოგვაგონებს, საოცრად მიმზიდველი და სრულყოფილია.

ზევით