#The Diary x Movement Concept #მოდა

წლის FASHION დრამები - როგორ აცილებს მოდა 2023 წელს

გაზიარება:

2023 ექსტრავაგანტური მოდის დაბრუნების წელი გახლდათ. როგორც იქნა, მთავარი განხილვის თემას კოვიდი აღარ წარმოადგენდა და საზოგადოებას ჩაცმულობაზე, სტილსა და თავის მოვლაზე ზრუნვის დრო გაუჩნდა. რაც მთავარია, მეტი დრო დაგვრჩა მოდურ დრამებზე სასაუბროდაც. მოდით ერთად შევაჯამოთ გასული წლის მთავარი სკანდალური სიახლეები მოდის და შოუ-ბიზნესის სფეროში, რომლებიც ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

ლომის მოჭრილი თავი სკიაპარელისგან

2023 ბევრი სიახლესთან ერთად, მოდის ისეთი ამომავალი ვარსკვლავები გვაჩუქა, როგორიცაა Schiaparelli. ელზა სკიაპარელის ბრენდი 1973 წელს, დიზაინერის გარდაცვალების შემდგომ დაიხურა, მაგრამ 2019 წელს, ახალი კრეატიული დიზაინერის, დენიელ როზბერის დამსახურებით, ახალი თაობისთვის ფენიქსივით აღდგა ფერფლიდან.

კაილი ჯენერი, ლომის თავიანი კაბა, სკიაპარელის კაბა ლომის ტავით, შავი კაბა, დიზაინერის კაბა, ქაილი ჯენერი

დენიელმა ძალიან რთულად შეკერილი, ავანგარდული დიზაინები წარმოადგინა, სიურრეალისტური სამკაულებით და თანამედროვე სთაილინგით. კოლექცია მალევე ვიხილეთ ისეთ სელებრითებზე, როგორებიც არიან ბიონსე, კაილი ჯენერი და მარგო რობი. მაგრამ, პოპულარულობას ხშირად მოსდევს დრამა.

სკიაპარელი, მოჭრილი ლომის თავი, ლომის თავიანი კაბა, ირინა შეიკი, კაილი ჯენერი, სკანდალური ჩვენება

პარიზში გამართულ 2023 წლის კუტიურიე ჩვენებაზე, დანიელ როზბერი დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ცხოველების თავების კაბებზე წარმოჩენის შემდეგ. იმისდა მიუხედავად, რომ ეს თავები, ისევე როგორც ბეწვი, ხელოვნურად იყო შექმნილი, მოდის ჟურნალისტებს ცხოველების “მოკვეთილი” თავების მიღმა მიმალული მესიჯი ცალსახად არ მოეწონათ. სკიაპარელიმ ცხოველების ასლების გამოყენება „ბუნებრივი სამყაროს დიდების აღნიშვნის სურვილით“ ახსნა. კოლექცია დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიით” იყო შთაგონებული, სადაც ლეოპარდი, ლომი და მგელი წარმოადგენენ ვნებას, სიამაყეს და სიხარბეს. მაგრამ, Peta (ცხოველების დაცვის ორგანიზაცია) ამ ახსნა-განმარტებით მოხიბლული არ დარჩა.

 

The Idol - ლილი როუზ დეპი სკანდალურ სერიალში

The Idol, HBO-ის 2023 წლის პროექტია. მის შემქმნელებს, სემ ლევინსონსა და მუსიკოს, The Weeknd-ს სერიალი “ეიფორიით” ვიცნობთ. ამ უკანასკნელებს ტოქსიკური და ქაოსური ჰოლივუდის სატირის წარმოჩენა სურდათ, მაგრამ კრიტიკოსებმა სერიალს “მომაბეზრებელი უწოდეს და 2023 წლის ყველაზე ცუდ ტელე სერიალად შერაცხეს.

“ბრიტნი სპირსზე აშკარა მინიშნებითაც კი, უხერხული სიუჟეტი მომაბეზრებელი და უგემოვნოა” - წერს გამოცემა Rotten Tomatoes.

the idol, ლილი როუზ დეპი, the weekend, სერიალი, lilly rose depp, ახალი სერიალი, სექსის სცენები

სამწუხაროა, რომ საბოლოო ჯამში სერიალი იმაზე ნაკლებ გასართობი იყო, ვიდრე კამერის ობიექტივს მიღმა მომხდარი კონფლიქტები. მაგრამ, სანამ ბევრი სერიალის “სიცუდეზე” ბჭობს, გეტყვით, რომ შოუს დიზაინერი ნამდვილად სწორად იყო შერჩეული, ჯონი დეპის ქალიშვილმა, ლილი როუზ დეპმა კი მთავარი როლი მოირგო და თავისი It-girl სტატუსი კიდევ ერთხელ გაამყარა.

ლილი როუზ დეპი, it girl, it გოგო, სერიალი, the idol, აიდოლი, the weekend

 

ქანიე უესტი - ახალი დრამა Yeezy-ის ბრენდის გარშემო

2022 წლის ოქტომბერში, სკანდალურად ცნობილმა ქანიე უესტმა ტვიტერში ანტისემიტური განცხადება გააკეთა, რითაც საზოგადოება ძალიან გააბრაზა და ადიდასის ბრენდთან 10 წლიან კოლაბორაციას ერთი ხელის მოსმით მოუღო ბოლო. 2013 წლიდან ადიდასი ქანიეს კრეატიული ხედვის ქვეშ უშვებდა Yezzy-ის სპორტულ ხაზს. ბრენდი უკვე 2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, მაგრამ ამას ადიდასისთვის კონტრაქტის შეწყვეტაში ხელი არ შეუშლია, რის შემდეგაც ქანიემ ხაზის აღორძინება უკვე მათ გარეშე გადაწყვიტა.

ქანიე ვესტი, კანიე, ნასკი ბოტასები, წინდა ფეხსაცმელი, წინდები, yeeze, იზი, იზები, ადიდასი, ქანიე და ადიდასი, ბალენსიაგა და იზი

ახალ პარტნიორად უესტმა ასევე სკანდალურად ცნობილი, გოშა რუბჩინსკი აირჩია და მათ მალევე დააანონსეს ახალი ფეხსაცმლის მოდელი, რომელიც ძალიან მოგაგონებთ ჩვეულებრივ წინდას. გურამ გვასალია, დემნას ძმა და Vetements-ის ახალი კრეატიული დირექტორი, მალევე გამოეხმაურა Yeezy-ის ახალ მოდელს და მას “არაორიგინალური” უწოდა, რადგან Vetements-მა იგივე თუ არა, მსგავსი მოდელი ჯერ კიდევ 2019 წელს შექმნა.

 

ედვარდ ენინფული VS ანა ვინტური

წელს ივლისში გამოცხადდა, რომ ედვარდ ენინფული ბრიტანული Vogue-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას დატოვებდა და სანაცვლოდ, ახალ როლს Conde Nast-ში, Vogue-ის გლობალური შემოქმედებითი მრჩევლის როლს მოირგებდა. ენინფული ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი 6 წლის განმავლობაში გახლდათ. სწორედ მისი დამსახურებით გახდა ბრიტანული Vogue უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური პუბლიკაცია, პლუს ზომის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოდელების და აქტივისტების გარეკანზე დაბეჭდვით.

ანა ვინტური, სკანდალი, ბრიტანული ვოგი, რედაქტორი, ვინტურის დასასრული, ედვარდ ენინფული, ვინტურს ებრძვიან, მოდის ჟურნალი, სკანდალი

ბევრს ვერ აუხსნია, თუ რატომ ჩამოაქვეითა ედვარდი Conde Nast-მა, მაგრამ დიდი ხანია დადის ჭორები, რომ ეს ანა ვინტურის დამსახურებით მოხდა. ნამდვილი მიზეზი არავინ იცის, მაგრამ ზოგიერთი ინსაიდერის თქმით, ედვარდი ანა ვინტურის პოზიციას უმიზნებდა, რადგან ის უკვე საკმაოდ ასაკოვანია. ამ ამბავმა ანა ძალიან გააღიზიანა და მალევე მიუჩინა ედვარდს თავისი ადგილი - რამდენიმე პოზიციით უფრო დაბლა, ვიდრე ის აქამდე იყო. ეს ჭორები The devil wears prada-ს სიუჟეტს მოგაგონებთ, თუმცა არაფერია გამორიცხული.

 

კიმ კარდაშიანმა მერლინ მონროს კაბა გახია

2023 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე, კიმ კარდაშიანმა საკულტო კაბა მოირგო, რომელიც 60 წლით ადრე მერლინ მონროს პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეზე ეცვა. ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც სელებრითის მუზეუმის ექსპონატის ჩაცმის უფლება დართეს, მაგრამ კიმ კარდაშიანს არაფერი გააჩერებს. კაბის მოსარგებად მან 8 კილოგრამი დაიკლო და უნდა ვაღიაროთ, რომ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, თუმცა ივენთის შემდეგ, როდესაც კიმმა კაბა მუზეუმს დაუბრუნა, აღმოჩნდა, რომ კაბა დაზიანდა და დაიკარგა კაბის ზედაპირზე დამაგრებული ბისერების ნაწილი.

კიმ კარდაშიანი, მერლინ მონროს კაბა, კაბა გახია, კარდაშიანი მეტ გალაზე, მეტ გალა, მერლინ მონროს კაბა გაიხა, ანა ვინტური, მეტ გალა 2023

საზოგადოების ნაწილი განიხილავდა იმას, თუ ვინ და რატომ დართო ნება კიმს, ასეთი სათუთი და ძველი კაბა მოერგო. მეორე ნაწილი კი კიმბერლის ტყუილში ადანაშაულებდა. როგორც აღვნიშნეთ, ვარსკვლავმა გალასთვის 8 კილოგრამი სულ რაღაც 1 კვირაში დაიკლო, რაც “ოზამპიკის” - დიაბეტის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატის დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა.

კარდაშიანი მერლინ მონროს კაბით, გახეული კაბა, მერლინ მონროს კაბა, მეტ გალა, met gala 2023, kim kardashian, სკანდალი, ანა ვინტური

რეალითი შოუს ვარსკვლავის ირგვლივ ატეხილ სკანდალს უკვალოდ არ ჩაუვლია. 2024 წელს Met Gala მაისის პირველ ორშაბათს, სახელწოდებით: "მძინარე მზეთუნახავი: მოდა ხელახლა გამოიღვიძებს" ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 250 ისტორიულად მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომლებსაც „მძინარე მზეთუნახავების“ სახელით მათი სისათუთის გამო მოიხსენიებენ, ასე, რომ მათი ჩაცმა ფიზიკურად შეუძლებელია. ბევრი ამბობს, რომ ამ თემის შერჩევით, ანა ვინტურს კიმ კარდაშიანის “წაკბენა” სურდა. არავინ იცის, შესაძლოა “მოდის ეშმაკმა” რევანშს მართლაც მთელი მეტ გალა მიუძღვნა. საინტერესოა, თუ რას მოირგებენ სელებრითები 2024 წელს და როგორი დრამატული სიახლეებით გაართობენ მკითხველს.

ზევით