#მოდა

2023 წლის გაზაფხულის ყველაზე პოპულარული სნიკერები

გაზიარება:

2023 წლის გაზაფხულის ფეხსაცმლის ტრენდები თქვენს ყურადღებას ითხოვენ, თუკი ამ დრომდე არ შეგიმჩნევიათ წლის და სეზონის ყველაზე პოპულარული სპორტული ფეხსაცმელები მაშინ მათ სწორედ დღეს გაგაცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ ფეხსაცმელში ინვესტიცია, შეცდომის დაშვებას ავტომატურად გამორიცხავს, მაინც მნიშვნელოვანი იქნება იმ ტრენდულ ერთეულებზე თვალის მიდევნება, რომლებიც მოდის დღის წესრიგს ქმნიან, მაშ ასე, დავიწყოთ!

Adidas Samba

დავიწყოთ ყველაზე აშკარა ტრენდით, Adidas Samba დიდი ხანია დაბრუნდა და ტრენთა უპირობო ლიდერად მოგვევლინა. ამ მოდელმა სრულად მოიცვა სოციალური ქსელები და ყველაზე გავლენიანი IT გოგოების გარდერობიდან, მოდის ინფლუენსერების, შემდეგ კი უბრალოდ Adidas Samba-ს სტილით მოხიბლულთა რიგებში გადაინაცვლა.

Samba OG "White/Black" sneakers

ყიდვა

თუ Adidas Samba-მ ამ დრომდე ვერ მოახერხა თქვენი გულის მოგება ან სულაც რაიმე ნაკლებად ტრენდულს, მაგრამ მაინც მოდურს ეძებთ, მაშინ გირჩევთ არჩევანი Adidas Japan-ს ან Italia-ზე შეაჩეროთ, არც Adidas-სა და Gucci-ს კოლაბორაციის ნამდვილი დიდებულება არ უნდა გამოგვრჩეს, რომელიც შედარებით ძვირადღირებულია, თუმცა საოცრად მიმზიდველი.

Onitsuka Tiger Mexico 66

პოპულარული სნიკერების უმრავლესობის მსგავსად, Onitsuka Tiger-ის Mexico 66-ს წარმოშობის საინტერესო ისტორია აქვს. სანამ ყვითელ საკულტო მოდელს უმა თურმანი მოირგებდა Kill Bill-ში, ის მძლეოსნობის სტილად იყო შექმნილი და 1968 წელს მეხიკოში ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ სნიკერააც კი აირჩიეს, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი. გამორიცხული არ არის, რომ Mexico 66-მა რეტრო ვიზუალით, Adidas Samba-საც კი გადაასწროს.

MEXICO 66.

ყიდვა

Nike Shox

2023 წელს, Nike-ის მოდელს ხმაურიანი დაბრუნება ელის, Nike Shox, რომელიც თავისი ზამბარიანი ძირებით არის ცნობილი და რომელმაც კალათბურთელების სპორტული ფეხსაცმლიდან, მოდის ასპარეზზე ათწლეულების წინ გადაინაცვლა, გაზაფხულზე ხშირად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

Air VaporMax Plus lace-up sneakers

ყიდვა

Nike ACG Air Mada

ბილიკზე სარბენი ფეხსაცმელები უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ყოველდღიური სტილის ნაწილად იქცნენ, ამ წელს და ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული სარბენი ფეხსაცმელი Nike-ის კიდევ ერთი მოდელი Nike All Conditions Gear Air Mada გახლავთ. ეს კონკრეტული მოდელი 1994 წლიდან მოყოლებული ერთგული გულშემატკივრების მცირე რაოდენობით საგრბელობდა, თუმცა მისი სტილის რიანაზე ხილვის შემდეგ (Super Bowl-ზე მომღერალს Salomon and Maison Margiela-ს კოლაბორაციის შედეგი ამშვენებდა), მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.

ACG Air Mada low-top sneakers

ყიდვა

Balenciaga Runner Trainers

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე, Balenciaga-ს სნიკერების რამდენიმე ბიუჯეტური მოდელი არსებობს, მათ შორის Riffing off of Asics-ის ე.წ. Dad sneakers და New Balance-ის 993 მოდელი, ფრანგულმა მოდის სახლმა დემნა გვასალიას კრეატიული ხელმძღვანელობით აშკარად იცის რაღაც, რაც სწორედ მის მოდელებზე აკეთებინებს მილიონობით ადამიანს არჩევანს.

Runner Trainers in white, dark red, grey and black mesh and nylon

ყიდვა

ზევით