თვალსა და ხელს შუა, კარზე ზაფხულიც მოგვადგა. მზიანი ამინდები და გრძელი დღეები კარგ ხასიათზე გვაყენებს და მოტივაციას გვაძლევს, უფრო დიდი დრო დავუთმოთ ჩაცმულობაზე ფიქრს. თუ ინსპირაციას ეძებთ, The Diary-ის რედაქცია ზაფხულის ყველაზე აქტუალურ ტრენდებს გაგაცნობთ.
CAPRIS
სხეულზე მომდგარი კაპრი 2024 წლის ზაფხულის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია. Capris-ის სტილის შორტები უკვე გამოჩნდა ცნობილი დიზაინერების მოდის ჩვენებებსა თუ ქუჩის ჩაცმულობაში. სამოსს შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც სპორტული, ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ინსპირაციისთვის ლუქს ქართველი ვლოგერიც marisunny გვთავაზობს.
თუ ზაფხულის სიცხეში კომფორტულად ჩაცმა გიყვართ და თან ტრენდებსაც უწყობთ ფეხს, სკანდინავიური სტილის პიჟამა შარვალი და შორტი ძალიან მოგეწონებათ. კომფორტი და მინიმალიზმი არც ამ სეზონზე კარგავს აქტუალობას; ამჯერად პიჟამებით სიარულიც კი მოდური ხდება.
ამ სეზონზე, თქვენს კაპსულა გარდერობში ერთი ქვედაბოლო მაინც უნდა იქონიოთ. საშუალო სიგრძის, გრძელი და ე.წ. ბუშტივით ქვედაბოლოები 2024 წელს მოდაში დაბრუნდნენ და ამ ზაფხულსაც არ კარგავენ აქტუალობას. მოდის კრიტიკოსების თქმით, თეთრი მაქმანებიანი ქვედაბოლოები სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოდის ტრენდია. სხვათა შორის, ამ ზაფხულის ფერების მთავარ სიაში ღია ცისფერთან, წითელთან, იასამნისფერსა და ღია ოქროსფერთან ერთად, თეთრიც იწერება.
ზაფხულის ცხელ დღეებში ღია ფეხსაცმელზე უკეთესი არაფერია. წელს მერიჯეინები და ოდნავ მაღალი ქუსლით ფეხსაცმელებია მოდაში. ასე, რომ შეგიძლია ქერი ბრედშოუს ლუქებს თვალი გადაავლოთ და ინსპირაცია მისგან აიღოთ.
ზაფხულის მთავარი აქსესუარი სათვალეებია. როგორც ყოველთვის, მოდის ციკლურობაში წელსაც ვრწმუნდებით. ამჯერად, წარსულიდან 1970-80იანი წლების სათვალეების დიზაინი გაცოცხლდა და ზაფხულის წამყვანი ტრენდიც გახდა.
ამ ყველაფერთან ერთად, გაზაფხულის მთავარი ტრენდები - დიდი ქამრები, გამჭვირვალე ტანსაცმელი, ბაფთები და ფერადი აქსესუარები კვლავაც არ კარგავენ აქტუალობას.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.
წელს Victoria’s Secret-ის პოდიუმს ქართველი მოდელი პირველად გაივლის. მატილდა გვარლიანს მილანისა და პარიზის მოდის კვირეულების შემდეგ ამერიკული ბრენდის შოუზე ვიხილავთ. მანამდე კი შეგვიძლია დრო უკან გადავახვიოთ და ყველასათვის ცნობილი “ანგელოზების” გასაოცარი მომენტები გავიხსენოთ.