#მოდა

3 ფრანგული ბრენდი გვიანი ზაფხულის გასაფერადებლად

გაზიარება:

აგვისტოს დღეები თითქმის მიიწურა, თუმცა რჩეული საზაფხულო ბრენდებითა და მათი კოლექციებით ტკბობა ვერ მოვასწარით, ამიტომ მათ შეძენას და ტარებას გვიანი ზაფხულის და სექტემბრის დასაწყისშიც აქტიურად ვაპირებთ. დღეს, არჩევანი ნაკლებად სახელგანთქმულ, თუმცა განუმეორებელ ფრანგულ ბრენდებზე გავაკეთეთ, რომელთა შესახებ ახლაც უნდა შევიტყოთ.

Miræ

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by miræ (@miraeparis)

დედა-შვილმა ტარა და კამილ ჟარმონებმა Miræ ერთად დააფუძნეს, ახალ კოლექციას დედა-შვილი ყოველ ორ თვეში უშვებენ და ორიგინალური სტილით და დიზაინით მომხმარებელთა გულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგებენ. განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა მათი საზაფხულო კოლექცია, რომელიც ყოველი IT გოგოს გარდერობის განუყრელ ნაწილად იქცა.

Marcia

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by MARCIA (@wearmarcia)

ბრენდის საუკეთესო რეკლამა, მისი წარმომადგენლის კამილ შარერის მოულოდნელი ნიშნობა გახლდათ, რომლის მომენტშიც კამილს Marcia-ს კაბა ამშვენებდა. Marcia-ს ქმნილებებს ყოველთვის და ყველგან გამოვარჩევთ, ასიმეტრიული და ღრმა ჭრილები ამ ბრენდის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც ასე ძალიან შევიყვარეთ და მზად ვართ მომავალ სეზონზეც ამაყად ვატაროთ.

Pujka

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Pujka ! (@pujkaparis)

ჩვენი ფრანგული სტილის ფავორიტმა წარმომადგენელმა, საბინა სოკოლმა საკუთარი ბრენდი Pujka გამოუშვა და მასში ყველაფერი ჩადო რის გამოც საბინას სტილს ასე ძალიან შევიყვარეთ. ზაფხულის პირველი კოლექციისთვის საბინამ აქცენტი რეტრო-სტილის პრინტებზე და აბრეშუმის ნაჭერზე შეაჩერა.

ზევით