#კულინარია

3 რჩეული რეცეპტი თქვენი საახალწლო სუფრისთვის

გაზიარება:

ტრადიციად ქცეულ კერძებთან და ყველასათვის საყვარელ დელიკატესებთან ერთად, ჩვენი საახალწლო სუფრა ახალ ექსპერიმენტებსაც იმსახურებს, საუკეთესო გემოვნური თვისებებითა და არომატებით გაჯერებულს. იმისთვის, რომ თქვენი დღესასწაული დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ, If.ge-თან ერთად 3 საახალწლო რეცეპტს გთავაზობთ: ყველაზე გემრიელი ცხელი შოკოლადის, თავბრუდამხვევი ჩიზქეიქისა და შეუდარებელი ქათმის ღვეზელის.

ცხელი შოკოლადი

ეს ჯადოსნური ცხელი სასმელი თითქოს სპეციალურად ახალი წლის დღეებისთვის შეიქმნა, რათა ჩვენი განწყობა ერთი-ორად აემაღლებინა და ბედნიერების ერთი ჭიქით შესმის სიამოვნება მოენიჭებინა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by IF Recipes (@if.ge_)

ინგრედიენტები:

რძე 300 გრ.

კაკაო 1 ს.კ.

ვანილი 5 გრ.

ყავისფერი შაქარი 1 ს.კ.

შოკოლადის ჩიფსი 30 გრ.

მომზადების წესი:

1. ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ კაკაო, ყავისფერი შაქარი, ვანილი და შოკოლადის ჩიფსი.

2. აადუღეთ 3-4 წთ.

საახალწლო ჩიზქეიქი

საახალწლო სუფრაზე მადისაღმძვრელი დესერტის ქონა ის მისიაა, რომელსაც ყოველწლიურად ამაყად ვასრულებთ. განსაკუთრებული დესერტების ნუსხიდან თქვენთვის საახალწლო ჩიზქეიქი შევარჩიეთ და მისი მომზადების წესსაც გთავაზობთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by IF Recipes (@if.ge_)

ინგრედიენტები:

ორცხობილა 180 გრ.

კარაქი 75 გრ.

ხაჭო 800 გრ.

ნაღები 250 გრ.

შაქარი 2 ს.კ.

ვანილი 10 გრ.

კვერცხი 4 ცალი

კრემი:

ნაღები 200 გრ.

ვანილი 5 გრ.

შაქარი 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

1. ორცხობილა კარგად დააქუცმაცეთ და დაუმატეთ გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ჭურჭელში. გააბრტყელეთ მთელ ზედაპირზე და მოათავსეთ საყინულეში 15 წთ.

2. ხაჭო, ნაღები, შაქარი, ვანილი და კვერცხი მიქსერით კარგად გათქვიფეთ.

3. გადაიტანეთ გამოსაცხობ ჭურჭელში და გამოაცხვეთ 180° გრადუსზე 1-1,5 სთ.

4. გააციეთ და მოათავსეთ მაცივარში 2-3 სთ.

კრემი:

1. ჯამში ჩაასხით ნაღები. დაუმატეთ ვანილი და შაქარი. გათქვიფეთ მოქსერით სანამ არ მიიღებთ კრემისებურ სტრუქტურას.

2. გადაუსვით ჩიზქეიქს ზემოდან, მორთეთ სურვილისამებრ.

ქათმის ღვეზელი

გამორჩეული ნუგბარების და დესერტების შემდეგ, საახალწლო სუფრის ახალ კერძზეც ვიზრუნოთ. ქათმის ღვეზელი არც თუ ისე მარტივად მოსამზადებელი კერძია, თუმცა მასში ჩადებული ძალისხმევა მიღებულ შედეგად ნამდვილად ღირს. ქათმის ღვეზელი თემატურად სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენებაა, გემოვნური თვისებებით კი უბრალოდ თავბრუდამხვევია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by IF Recipes (@if.ge_)

ინგრედიენტები:

ცომი:

ფქვილი 450 გ.

მარილი 1/2 ჩ.კ.

კარაქი, ცივი  250 გ.

ცივი წყალი 8 ს.კ.

კვერცხი  1 (ზემოდან წასასმელად)

შიგთავსი:

ქათმის ფილე 5 ცალი

ხახვი 1 თავი

მიხაკი 6 ცალი

სტაფილო 1 ცალი

დაფნის ფოთოლი 2

წყალი

ქათმის ბულიონის კუბი 1 ცალი

სურნელოვანი პილპილი 6-8 ცალი

სოუსი:

რძე 250 მლ

კარაქი 55 გ.

ფქვილი 55 გ.

მომზადების წესი:

1. ქათამი მოათავსეთ ღრმა ქვაბში. დაუმატეთ ხახვი, მიხაკი და დაჭრილი სტაფილო. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ბულიონის კუბი; დაასხით წყალი. დაადგით მაღალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ ტემპერატურას და ქათმის მოხარშვა გააგრძელეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 45 წთ.

2. სანამ ქათამი იხარშება, მოამზადეთ ცომი: დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დააყარეთ მარილი. ჩააჭერით ცივი კარაქი და შეურიეთ ერთმანეთს. დაამატეთ ცივი წყალი, რამდენსაც შეიზელს რომ მიიღოთ ცომის მკვრივი გუნდა. გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე. შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში, მინიმუმ 30 წთ.

3. მოხარშული ქათამი ამოიღეთ და გადადეთ თეფშზე. როცა გაცივდება, ხორცი დაძენძეთ. ნახარში გააციეთ. ნახარშიდან ამოიღეთ დაფნის ფოთლები, პილპილი და მიხაკი. კარგად დააბლენდერეთ და დაუმატეთ რძე.

4. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ. ნელ-ნელა ამატეთ რძიანი ბულიონი. დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ მორევა, სანამ არ გასქელდება. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გააგრილეთ.

5. გაახურეთ ღუმელი 200° გრადუსზე. დასვენებული ცომი გაყავით 2 ნაწილად და გააბრტყელეთ, ერთი ნაწილი მოათავსეთ გამოსაცხობ ჭურჭელში. დაუმატეთ ქათმის ხორცი და დაასხით სოუსი. დააფარეთ ზემოდან გაბრტყელებული ცომი და ჩანგლით დაჩხვლიტეთ. ზემოდან წაუსვით კვერცხი. გამოაცხვეთ 45 წთ.-1 სთ. 

ზევით