#სილამაზე

3 საშუალება სამედიცინო პირბადით გამოწვეული აკნეს პრევენციისთვის

გაზიარება:

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ უამრავი პრობლემა მოიტანა თან, გარდა მუდმივი შიშის და ტერორში ცხოვრებისა, COVID 19-მა ჩვენს ყოველდღიურობაზეც უდიდესი გავლენა იქონია და ისეთი ასპექტიც კი მოიცვა, როგორიც სახის კანის მოვლაა.

სამედიცინო პირბადეები, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, უდიდეს პრობლემად იქცა ჩვენი კანისთვის, თითქოს საკმარისი არ იყო ჰორმონალური დარღვევებით ან სტრესით გამოწვეული აკნე, რომ მას პირბადის სისტემატური ტარებით გამოწვეული გამონაყარი დაემატა სახეზე.

სამედიცინო ნიღბით გამოწვეული სახის გამონაყარის გამომწვევი მიზეზი არა ერთი შეიძლება იყოს, თუმცა ყველაზე ხშირად ის დახშული ფორების გამო იჩენს თავს. ჩვენს კანზე უკვე გვაქვს ცხიმი, ბაქტერიები და კანის მკვდარი უჯრედები, როდესაც პირბადეს დიდი ხნით ვიყენებთ ამ ნივთიერებების დაგროვებას და ფორების დახშობას ჩვენდა უნებურად ვიწვევთ.

თუმცა. პირბადის ტარება ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა, როგორ ვებრძოლოთ ნიღბით გამოწვეულ აკნეს? - ვეცდებით ამ შეკითხვებზე გაგცეთ პასუხი.

დაიბანეთ სახე რეგულარულად

შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ყოველ დილას სახის დაბანა აკნეს პრევენციის გზაზე გადადგმული, ყველაზე მარტივი ნაბიჯია და ის მხოლოდ წყლით სახის დაბანას არ გულისხმობს და მასში სულ ოდნავ მეტი ძალისხმევის ჩადებაა საჭირო, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია.

TOLERIANE HYDRATING GENTLE FACIAL CLEANSER

ყიდვა

შეარჩიეთ ნაზი გამწმენდი

სახის დაბანას მეორე მნიშვნელოვან ნაბიჯამდე მივყავართ, რომელიც სახის კანის ნაზი გამწმენდის შერჩევას გულისხმობს. შეარჩიეთ გამწმენდი საშუალება, რომელიც თქვენს განს გაასუფთავებს ზედემტი ცხიმისგან და ბაქტერიებისგან და რომლის შემადგენლობაშიც ალკოჰოლსა და პარფიუმს ვერ აღმოაჩენთ.

Toleriane Double Repair Moisturizer

ყიდვა

გამოიყენეთ არაკომედოგენური დამატენიანებელი

სახის დაბანის შემდეგი ეტაპი მის დატენიანებას გულისხმობს, ამ შემთხვევაში გირჩევთ არჩევანი არაკომედოგენურ საცხზე შეაჩეროთ, რომელიც დაატენიანებს სახის კანს, თუმცა ფორების ჩაკეტვისგან დაგიცავთ.

ზევით