4 ქალი კაცების სპორტში - 2020 წლის სენსაციები

women in sports cover

2020 წლის მიწურულს ბეკი ჰამონმა კალათბურთის ისტორია დაწერა, როდესაც 43 წლის ქალმა NBA-ის რეგულარული სეზონის თამაშში მთავარი მწვრთნელის ადგილი დაიკავა. სან ანტონიო-სპურსის მწვრთნელი - გრეგ პოპოვიჩი თამაშის მეორე მეოთხედში, მსაჯთან შეკამათების გამო მოხსნეს. მოედნიდან გასვლისას პოპივიჩმა დამხმარე მწვრთნელს ანიშნა, რომ მისი დრო მოვიდა. თამაშის შემდეგ ჰამონი ჟურნალისტებთან გამოტყდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო:

პირდაპირ მე მომმართა და მითხრა, რომ ყველაფერი ჩემს ხელში იყო! საღამოს დასაწყისში ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ მთავარი მწვრთვნელის ადგილს დავიკავებდი

ჯეკი ჰამონის მომენტი ერთადერთი არ არის 2020 წლის მოვლენებიდან, რომლებმაც სპორტის ისტორია შეცვალა. TheDiary-ს გუნდი იმ 4 ქალს წარმოგიდგენთ, რომლებმაც დიდი სპორტის პატრიარქალურ სამყაროში გადატრიალება მოახდინეს და გენდერული კედელი გაარღვიეს.

sara fuller

სარა ფულერი (ამერიკული ფეხბურთის ათლეტი)

ამერიკული კოლეჯის ლიგის დამწყები მეკარე გასული წლის ნამდვილი სენსაციაა. სარა ფულერი პირველი ქალია, რომელმაც კაცების გუნდში, Power Five-ის შეხვედრაში ითამაშა.

ჩემი მამაკაცი გუნდელები ჩემპიონს მეძახიან

 რამდენიმე სერიოზული დაზიანების შემდეგ, სარა ფულერს ვანდერბილტის კოლეჯის საფეხბურთო კლუბში მხოლოდ სრული სეზონის გატარების იმედი ჰქონდა. თუმცა, 21 წლის სპორტსმენმა გაცილებით მეტი მოახერხა, როდესაც თამაშის ბოლო წუთებზე ცვლილების სახით მოედანზე, კოლეჯის ფეხბურთის უმაღლესი ლიგის თამაშზე კაც სპორტსმენებს შორის გამოვიდა.

sara fuller tamashi

სარას მიერ ჩაწოდებულ ბურთს თამაში არ მოუგია, მეტიც, არც მისი მიმდინარეობა შეუცვლია (რომელშიც გუნდი ანგარიშით 41-0 დამარცხდა), მაგრამ ახალგაზრდა სპორტსმენმა კოლეჯის ფეხბურთის ისტორია სამუდამოდ შეცვალა.

ქეითი სოუერსი (ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი)

როდესაც სან ფრანსისკო 49ერსი კანზას სიტის შეფებს Super Bowl-ზე შეხვდა, 49ერსის დამხმარე მწვრთნელი - ქეითი სოუერსი პირველი ქალი და პირველი ღიად გეი მწვრთნელი გახდა, რომელიც გუნდს პროფესიონალური ფეხბურთის ყველაზე დიდ თამაშზე წარუძღვა. 

katie sowers

სოუერსმა სან ფრანსისკო 49ერსის გუნდთან დამხმარე მწვრთნელის რანგში 4 წელი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი თამაშში დამარცხდა და წლევანდელ ფლეი ოფებსაც გამოტოვებს, ათლეტები მწვრთნელზე დიდ იმედებს ამყარებენ. ABC News-თან ინტერვიუში ქეითი დიჯეი ჯონსმაც შეაფასა:

ის ყველა ქალს აძლიერებს! ვამაყობ მისით, ის ნამდვილი ვარსკვლავია

კიმ ენჯი (ბეისბოლის ძირითადი ლიგის აღმასრულებელი მენეჯერი)

როდესაც გასული წლის ნოემბერში კიმ ენჯი Miami Marlins-ის აღმასრულებელ მენეჯერად დაინიშნა, მან ამ პოზიციაზე არა მხოლოდ პირველი ქალის, არამედ პირველი აზიელი ქალის სტატუსი მოიპოვა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცების პროფესიონალური სპორტული გუნდის სათავეში ჩადგა.

kim ng

მნიშვნელოვან სტატუსამდე მომავალი გზა კი საკმაოდ გრძელი გახლდათ. 51 წლის ენჯიმ მოღვაწეობა Chicago White Sox-ში, 21 წლის ასაკში, სტაიჟორის პოზიციით დაიწყო და ბეისბოლის ლიგის სხვადასხვა კლუბებში იმოგზაურა. 29 წლის ასაკში კიმი MLB-ში გენერალური მენეჯერის ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი გახდა. 2001 წელს კი Dodgers-ს ვიცე-პრეზიდენტის პოზიციით შეუერთდა. ESPN-ის ცნობით, Miami Marlins-ში მოსვლამდე, ენჯი ამავე პოზიციაზე დაახლოებით 5 კლუბში განიხილებოდა.

ბეკი ჰამონი (პროფესიონალური კალათბურთის მწვრთნელი)

ბეკი ჰამონი სან ანტონიო სპურსს 2014 წელს შეუერთდა და დღეისათვის ერთ-ერთია იმ 6 ქალიდან, რომლებიც NBA-ში დამხმარე მწვრთნელის პოზიციას ამაგრებენ. 2019 წელს ჰამონი გუნდის მთავარი მწვრთნელის უფროსი ასისტენტი გახდა.

backy hammon

ბეკიმ კარიერა ათლეტის რანგში, კოლეჯის ერთ-ერთ გუნდში დაიწყო. 16 წელი WNBA-ში (ქალების NBA) გაატარა და 6 გზის All Star მოთამაშე გახდა.

backy hammon wnba

2012 წელს ლონდონის ოლიმპიადიდან მომავალ რეისზე, ჰამონის გვერდით სავარძელში გრეგ პოპოვიჩი - სან ანტონიო სპურსის მთავარი მწვრთნელი აღმოჩნდა და ბეკის ასისტენტის პოზიცია შესთავაზა. დღეს ის პირველი ქალია, რომელმაც NBA-ის რეგულარული სეზონის თამაშში მთავარი მწვრთნელის ადგილი დაიკავა.

ზევით