4 საფეხური იდეალურად წითელი საახალწლო ტუჩის გამოსაძერწად

red lip cover

ახალი წელი და ზოგადად, დღესასწაულები “ჯადოსნური კოცნების” დროა. მერე რა, რომ მკაცრი აკრძალვების დროს ერთმანეთთან მიახლოვებისაც გვეშინია. თუ თქვენს ცხოვრებაში არსებობს ვიღაც ისეთი, ვისთანაც ჯადოსნური მომენტების გაზიარება გსურთ, სუნთქვის შემკვრელ წუთს შესაბამისად მომზადებული უნდა შეხვდეთ.

წითელი ყოველთვის სწორი არჩევანია

რა შეიძლება იყოს იმაზე საახალწლო, ვიდრე ლამაზად დაბურცული, წითელი ტუჩები?! სასურველი შედეგის მისაღებად ჩვენს ინსტრუქციას უნდა მიჰყვეთ და გვენდეთ, შედეგი აუცილებლად თვალშისაცემი იქნება.

lip scrub

ნაბიჯი #1 - დატენიანება

თქვენი სახისა და სხეულის მსგავსად, დატენიანება ტუჩებსაც ესაჭიროება. შეგიძლიათ თქვენი რჩეული ბრენდის ტუჩის სკრაბი, ან რომელიმე ორგანული საშუალება, მაგალითად ქოქოსის რძეში არეული შაქარი გამოიყენოთ. პროდუქტი ნოტიო ტუჩებზე დაიტანეთ, წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ. პროცედურა ხანმოკლე მოცულობასაც მოგცემთ და რაც მთავარია, თქვენი ტუჩები ისეთი გლუვი და რბილი იქნება, როგორც არასდროს.

lips concealer

ნაბიჯი #2 - შენიღბვა, ანუ კონსილერი

იმისათვის, რომ თქვენს ტუჩებზე სასურველი შედევრი დაიხატოს, მათი შესაბამისად მომზადებაა საჭირო. ამისათვის, თქვენი კანის ფერის შესაბამისი კონსილერი უნდა შეარჩიოთ და ტუჩებთან ერთად, მათი მიმდებარე ტერიტორიაც მსუბუქად დაფაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ ტუჩის მოცულობა, თუ ფორმა შეუმჩნევლად გაზარდოთ.

red lip liner

ნაბიჯი #3 - კონტური

ეს ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელსაც შედეგის მიღწევა და ყველაფრის გაფუჭება ერთნაირი წარმატებით შეუძლია. შეეცადეთ, თქვენი ტუჩის ბუნებრივ კონტურს გაჰყვეთ. თუ ტუჩის მოცულობის გაზრდა გსურთ, ბუნებრივ კონტურს ძალიან ნუ გასცდებით, რადიკალიზმი არაფერში ვარგა.

red lipstick mac

ნაბიჯი #4 - გაფერადება

თქვენი ტუჩები საბოლოო შტრიხებისთვის მზადაა. შეეცადეთ, რომ ტუჩის ლაინერისა და ტუჩსაცხის ფერები ერთმანეთს შეუხამოთ. ხშირ შემთხვევაში მათი ტონალობა ერთმანეთს ზუსტად არ ემთხვევა, მაგრამ ზოგჯერ ეს მომგებიანიცაა. გაფერადება ტუჩის შიდა ნაწილიდან, ცენტრიდან დაიწყეთ. ტუჩსაცხი აუცილებლად ცენტრიდან კონტურის მიმართულებით წაისვით. გახსოვდეთ, გაცილებით მარტივია კონტურამდე მისვლა, ვიდრე ზედმეტი ტუჩსაცხის კონტურიდან უკან წამოღება.

ესეც ასე, თქვენი ტუჩები საახალწლო კოცნისთვის მზადაა!

ზევით