5 მარტივი ხრიკი მბზინავი მსუბუქი საზაფხულო მაკიაჟისთვის

1. გამოიყენეთ ტუჩის ზეთი

თუ ტუჩსაცხის დიდი თაყვანისმცემელი ბრძანდებით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეფერილ ტუჩებზე უარი უნდა თქვათ, უბრალოდ ჩაანაცვლოთ ის რაღაც უფრო მბზინავთ, პრაქტიკულითა და სიმართლე ითქვას საოცრად ტრენდული - ტუჩის ზეთებით. ზეთები გვაძლევენ იდეალურ ტექსტურას, რომელიც ზაფხულსა და მზეს ძალიან უხდება. თქვენ შეგიძლიათ დაიტანოთ ტუჩის ზეთები პირდაპირ აპლიკატორით, თუმცა მცირე ხრიკს გაგიმხელთ, ბუნებრივი იერისთვის ის თითის ბალიშებით გადაინაწილეთ.

DIOR ADDICT LIP GLOW OIL

ყიდვა

2. განაახლეთ თქვენი ბრონზერი

ამ დრომდე ბრონზერები სილამაზის ინდუსტრიაში ორი უკიდურესობით სარგებლობდნენ, ისინი ან ძალიან უყვარდათ ან სძულდათ, თუმცა ახალი თაობის ბრონზერების გამოჩენის შემდეგ, ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ბაზარზე Charlotte Tilbury's Beautiful Skin Sun-Kissed Glow Bronzer და მსგავსი ტექსტურის მქონე სხვა პროდუქტები გამოჩნდა, მათ თამაშის წესები მნიშვნელოვნად შეცვალეს.

NEW! BEAUTIFUL SKIN SUN-KISSED GLOW BRONZER

ყიდვა

ბრონზერის გადანაწილება სახის კანზე თითის ბალიშებით ის მნიშვნელოვანი ხრიკია, რომელიც უნდა სცადოთ, რაც უფრო კარგად გაბლენდავთ მას კანში, მეტად მბზინავ და ბუნებრივ ელფერს მიიღებთ.

3. გამოიყენეთ ფერადი პალიტრა

მხიარული, გამომხატველი ფერები ზაფხულის მზესა და ცისფერ ცას განსაკუთრებით უხდება. ჩვენი აზრით წელიწადის ამ დროს ნარინჯისფერი უბრალოდ ასხივოსნებს, ზაფხულის ეს ნეიტრალური ფერი იდეალურად გამოიყურება როგორც ტუჩებზე, აგრეთვე ლოყებსა და ქუთუთოებზე. ის, აგრეთვე ერთ-ერთი იმ ფერთაგანია, რომელიც კანის ყველა ტონს ერგება. ნარინჯისფრის ჩვენი რჩეული პროდუქტი Gucci Beauty Rouge à Lèvres Mat Lipstick Agatha Orange გახლავთ.

GUCCI BEAUTY Rouge à Lèvres Mat Lipstick - Agatha Orange 302

ყიდვა

4. დაამატეთ ბზინვარება

ზაფხული მაკიაჟის ექსპერიმენტებისთვის საუკეთესო პერიოდია, ეს არის დრო, როდესაც უნდა გაიბრწყინოთ, როგორც შინაგანად ისე გარეგნულად. გლითერების და მბზინავი ჩრდილების ტარებისას გაითვალისწინეთ ერთი რამ, წვრილი ნაწილაკები მხოლოდ მზის შუქზე გამოანათებენ ხოლმე, უფრო დიდი ნაწილაკები კი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში თვალშისაცემი იქნება.

TOM FORD - Cream & Powder Eye Color Duo

ყიდვა

5. თავით-ფეხებამდე ბზინვარება

თუკი თქვენთვის მხოლოდ თვალებსა და ყვრიმალებზე დატანილი მბზინავი ნაწილაკები არ არის საკმარისი, მაშინ რა გიშლით ხელს თავით-ფეხებამდე გაიბრწყინოთ? დღეს სილამაზის ინდუსტრია უამრავ საჭირო პროდუქტს გვთავაზობს, თქვენ წინაშეა როგორც ტანის შიმერები, აგრეთვე თმის ბრჭყვიალა სპრეები თუ დამატენიანებლები glow ეფექტით.

RMS BEAUTY - Living Glow Face & Body Powder

ყიდვა

ზევით