მოდის სამყაროსთვის სექტემბერი ახალი წლის არაოფიციალურ საწყისადაა მიჩნეული. დიდი საზაფხულო შესვენების შემდეგ, დიზაინერები და წამყვანმა მოდის სახლები მომავალი წლის სეზონისთვის თავიანთ იდეებსა და წარმოდგენებს გვიზიარებენ. ცხადია, ეს იდეები რამდენიმე თვეში იმ ტრენდებად რეალიზდება, რომლებსაც ყველანი ერთი მეორის მიყოლებით მოვირგებთ.
2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ჩვენებებზე ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ისეთმა დიზაინერებმა მოახდინეს, როგორებიც პრაბალ გურუნგი, მაქსიმილიან დევისი და რალფ ლორენი არიან. დღეს იმ 5 Must See მოდურ ტრენდს წარმოგიდგენთ, რომლებიც, დიდი ალბათობით, ჩვენი გარდერობების ნაწილიც გახდება.
1. ნათელი ფერები
გაზაფხულისთვის დამახასიათებელი პასტელური ფერების ნაცვლად, დიზაინერებმა 2024 წლის სეზონის კოლექციების ჩვენებებზე უფრო თამამი გადაწყვეტილებები მიიღეს და ბევრად კაშკაშა და ნათელი სილუეტები წარმოგვიდგინეს, ვიდრე ოდესმე: ყვითლიდან - წითლამდე და წითლიდან ლურჯამდე. ერთი რამ ნათელია - ფერები მომავალი წლის გაზაფხულის სეზონზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება.
2. ჯინსი-ჯინსზე
მართალია, ამ ტრენდზე არა ერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება, თუმცა მისი მოდური მომენტის გარდაუვალობა, 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებებზეც დადასტურდა.
3. Metallics
იქნება ეს თხევადი ოქრო (როგორც Ralph Lauren-ის ჩვენებაში) თუ ბიონსეს მიერ Renaissance Tour-ზე მორგებული მბზინავი ვერცხლი (LaQuan Smith-ის შემოქმედება), ცხადია, რომ მომავალ სეზონებზე ძვირფასი მეტალის აქსესუარებს დიდი დატვირთვა ექნება.
4. დიდი ზომის მოსაცმელები
როგორც Etro-მ, Khaite-მ და LaPointe-მ გვამცნეს, დიდი ზომის, ე.წ. "ოვერსაიზ" მოსაცმელები 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის ბრუნდება. ტრადიციული ზამთრის ქურთუკებს მიღმა, დიდი ზომის მოსაცმელები, ბლეიზერებსა და კოსტიუმების ფორმითაც შეგვხვდება.
5. ორეულები
Coach-მ და Khaite-მ კი გვაჩვენეს, რომ ორეულები მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებისთვის კი არა, ყოველდღიური სტილისთვისაც იქმნება. ტყავის ბლეზერისა და მაქსი ქვედაკაბის კომპლექტი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად Look-ად მოგვევლინება.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.