მზისგან დამცავი საცხები რომ ჩვენი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინაში საპატიო ადგილს იმსახურებენ, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა, მოგეხსენებათ, ახალი პროდუქტის დამატება რიტუალში მარტივი საქმე არ არის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს ეხება.
1. UV Clear Facial Sunscreen
გენიალურმა EltaMD-მა ამ მზისგან დამცავს რძემჟავა შემატა, რომელიც იდეალურად მუშაობს ცხიმიან კანთან. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მზისგან დამცავის შემადგენლობაში შედის ჰიალურონის მჟავა, ის თავისუფალია პარფიუმისგან და ერგება ყველა ტიპის კანს.
EltaMD
ყიდვა
2. Physical Fusion UV Defense
შეფერილი მზისგან დამცავი არაკომედოგენური ფლუიდი SPF 50-ით არ შეიცავს პარფიუმს, არ ტოვებს კანზე თეთრ ნაკვალევს და რაც მთავარია, მოჰყავს სახე ერთ ფერში და იმავდროულად იცავს კანს მზის მავნე სხივებისგან.
Skinceuticals
ყიდვა
3. Unseen Sunscreen
აღმოჩნდა, რომ ბიუთი ბლოგერებისა და დერმატოლოგების რჩეული მზისგან დამცავი Supergoop-სგან, ასევე oil-free გახლავთ და რადგან მისი გამოყენება მაკიაჟის შიგნით, პრაიმერადაც შეგვიძლია, ის მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს ჩვენს კანს.
Supergoop
ყიდვა
4. Clear Face Oil-Free Sunscreen
გსურთ მზისგან დამცავი მაღალი დაცვის სპექტრით, რომელიც მთელი დღე დაგიცავთ მზის მავნე სხივებისგან? - მაშინ, Neutrogena-ს ეს საცხი SPF 50-ით სწორედ თქვენთვისაა.
Neutrogena
ყიდვა
5. Anthelios 60 Clear Skin Dry Touch Sunscreen
როგორღაც, La Roche-Posay-ს ეს მზისგან დამცავი ახერხებს სახიდან მთელი ცხიმის მოშორებას და მზის მავნე სხივებისგან საგულდაგულოდ დაცვას. La Roche-Posay-ს მზისგან დამცავები და ფლუიდები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებელთა შორის.
La Roche-Posay
ყიდვა