#სექსი და ურთიერთობები

5 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ

გაზიარება:

სიყვარული ერთ-ერთი მაგიური გრძნობაა, როდესაც თავს მარველის სუპერგმირად გრძნობ, როდესაც ფრთებიც გაქვს და კოსმოსში გაფრენაც შეგიძლია, დედამიწის თითზე დაბზრიალებაც და მთების გადადგმაც. მოკლედ, ასე ხდება, როდესაც „ის” შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში, სრულიად აგვირევს ყოველდღიურ ყოფას და ახლიდან ვიწყებთ ხარბად სუნთქვას, გარე სამყაროს ახლიდან შეცნობას. 

მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ „ის” სწორედ ისაა და შეყვარებული ვართ. აი 5 ნიშანი იმისა, რომ ძალიან, ძალიან შეყვარებული ხართ: 

| 1 | მოგწონს მისი სურნელი, კანის, თმის, პარფიუმის, მოკლედ მისის სხეული სურნელში იძირებით. და თუ კი თქვენი მეორე ნახევარი სპორტული დარბაზიდან ეს ესაა გამოვიდა, მაგრამ მისი „სურნელი” სულაც არ გაწუხებთ, ე.ი. ყურებამდე ხართ შეყვარებული. 

| 2 | ყველაზე მხიარულად მასთან ხართ. წვიმაში მოჰყევით, მაგრამ სიბრაზის ნაცვლად გულიანად იცინით, ერთად უყურებთ სულელურ ფილმებს, მისი ხუმრობები ყველაზე სასაცილო გგონიათ, მაგრამ თქვენს მეგობრებს სულაც არ ეცინებათ მათზე? კი, შეყვარებული ხართ, თან ძალიან.

| 3 | მის სურვილს თქვენსაზე წინ აყენებთ. ურთიერთობებში აუცილებელია, რომ თქვენს მეორე ნახევარს აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის პრიორიტეტია და როდესაც შეყვარებული ხართ, ამას გაუცნობიერებლად აკეთებთ.

| 4 | თვალს ვერ აშორებ მაშინაც კი, როდესაც სძინავს? აბა როგორ, ის ხომ ასეთი ტკბილი და საყვარელია, მაგრად ჩაეხუტე და არასდროს გაუშვა!

| 5 | გინდა, რომ სიახლეები მასთან ერთად აღმოაჩინო. მაგალითად, გახსნეს ახალი რესტორანი, აბა ვინ გინდა, რომ პირველი წაიყვანო? აჰამ, კი, ეგაა!

ზევით