5 საცურაო კოსტიუმი, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის

ზღვის, აუზისა და მზის სეზონი საცურაო კოსტიუმების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია, მათი განახლება კი ერთგვარ მისიადაც კი გვექცა ყოველწლიურად. ეს ტრენდთა მუდმივი ცვლის დამსახურებით აიხსნება, თუმცა თუკი ახლავე გადაავლებთ მეხსიერებაში თვალს თქვენს კოსტიუმთა კოლექციას, იქ აუცილებლად აღმოაჩენთ იმ ერთეულებს, რომლებიც ყოველ ზაფხულს თქვენს განუყრელ მეგობრებად იქცევიან ხოლმე.

მათ ჩვენ მარადიულ კლასიკებს ვუწოდებთ, საცურაო კოსტიუმებს, რომლებიც მოდიდან არასდროს გადადიან და დღეს სწორედ მათ წარმოგიდგენთ.

1. შავი საცურაო კოსტიუმი

ისევე როგორც პატარა შავი კაბა, შავი ფერის საცურაო კოსტიუმი ნამდვილ კლასიკად არის მიჩნეული და ის მოდიდან არასდროს გადადის. სწორედ ამიტომ მოიძებნება ერთი შავი ფერის საცურაო კოსტიუმი თითოეული ჩვენგანის საზაფხულო/ზღვისპირეთის გარდერობში, თუ მისი განახლების დრო დადგა, ვარიანტებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ.

2. სამკუთხა ტოპი

ორი აზრი არ არსებობს, სამკუთხა ტოპები საცურაო კოსტიუმების მარადიული კლასიკაა, ამ სტილის აღზევება და ტრენდებში დაბრუნება გასული წლის ზაფხულში მოხდა, თუმცა სამკუთხა ტოპებს აქტუალურობა არც არასდროს დაუკარგავთ, ისინი ინდივიდუალური სტილის საუკეთესო მახასიათებლები არიან.

3. ყვავილების პრინტი

მხიარული პრინტები, მათ შორის ტროპიკული ხილი თუ მონოგრამული ლოგოები საცურაო კოსტიუმების გამორჩეული პრინტებია, თუმცა ვერაფერი შეედრება ყვავილებს, რომლებიც კლასიკად ქცეულ მოდელებს ამშვენებენ.

4. სპორტული სტილი

მინიმალური, ათლეტური მთლიანი საცურაო კოსტიუმები, რომლებიც კლასიკური სტილით გამოირჩევიან, აგრეთვე იკავებენ ადგილს კლასიკურ სილუეტთა რიგებში, რომლებსაც დრომ და ტრენდებმა ვერაფერი დააკლეს.

5. ნეიტრალური ფერები

ბოლოს კი ნეიტრალური, მინიმალისტური პალეტისგან შემდგარ საცურაო კოსტიუმებს წარმოგიდგენთ, თეთრი, კრემისფერი თუ ზოლიანი კოსტიუმები, რომლებიც ზემოთ ნახსენებ სტილს ამშვენებენ იმედს არასდროს გაგიცრუებენ არც ახლა და არც მომავალში.

ზევით