5 სასარგებლო პროდუქტი სახის კანის ბუნებრივი ბზინვარებისთვის

ჯანსაღი, მბზინავი და თვალისმომჭრელი სახის კანის ქონა თითოეული ჩვენგანის მარადიული სურვილია, თუმცა ეს ერთი შეხედვით მარტივი მიზანი, ხშირ შემთხვევაში რთულად მისაღწევ დავალებად იქცევა ხოლმე. მაშინ, როდესაც ვერც ძვირადღირებული თავის მოვლის პროდუქტებით და ვერც მედიკამენტებით სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, საბაბი ჩვენი კვების რაციონში უნდა ვეძებოთ.

თქვენ წინაშეა, 5 სასარგებლო პროდუქტი, რომლებიც ჩვენი კანის ბზინვარებაზე პასუხს უცილობლად აგებენ:

1. ავოკადო

სიის უპირობო ლიდერი ავოკადოა, ეს მწვანე ხილი საოცრად ჯანსაღი და სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის, გარდა იმისა, რომ ავოკადო ხელს უწყობს ჩვენი სახის კანის გასხივოსნებას, ის 22%-ით ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სხეულში. ნახევარი ავოკადო ყოველდღიურად უპირობოდ შეამცირებს გულის დაავადების რისკს.

2. პომიდორი

რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, პომიდორი სახის კანს დაბერებისგან და არასასურველი გამონაყარისგან იცავს. ამ ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები და ანტიოქსიდანტები ჩვენი კანის ჯანსაღი იერის საიდუმლო ინგრედიენტად შეგვიძლია ვაქციოთ.

3. ისპანახი

ისპანახი ცხიმიანი კანის ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი T ზონის მქონე გოგოების აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს, A და B ვიტამინებით გამდიდრებული ისპანახი ხელს უშლის სახის კანს ცხიმიანობის გამოყოფაში, ის აგრეთვე უებარი მკურნალია აკნეს სამკურნალოდ და კანის სიწითლის დასაცხრობად.

4. სტაფილო

სტაფილოს, მასში შემავალი ვიტამინების, რკინისა და კაროტინის სასარგებლო თვისებებზე საუბარი აუცილებლად შორს წაგვიყვანს, გარდა იმისა, რომ ეს ბოსტნეული უზრუნველყოფს ჩვენ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ის ჩვენი სახის კანის სიჯანსაღისა და ბზინვარების საბაბიც გახლავთ.

5. შავი შოკოლადი

გარდა იმისა, რომ შავი შოკოლადი ჩვენი ფავორიტი ნუგბარია, ის სახის კანის ბზინვარებაზეც ზემოქმედებს. შავი შოკოლადის ფილის ერთ-მეოთხედს შეუძლია ჯანმრთელ ადამიანებში არტერიული წნევა შეამციროს. კაკაოს ფხვნილი მდიდარია ფლავონოიდებით, ის იწვევს „ცუდი“ LDL ქოლესტერინის შემცირებასა და „კარგი“ HDL დონის ზრდას.

ზევით