#მოდა

5 სათვალე, რომელიც 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე უნდა მოვირგოთ

გაზიარება:

სათვალეები, ყოველთვის, თითოეული ჩვენგანის გარდერობის განუყოფელი ნაწილი იყო და ეს დღემდე ასე რჩება. როგორი სტილის თაყვანისმცემელიც არ უნდა იყოთ, მინიმალიზმის თუ მაქსიმალიზმის, მოდის სამყაროში აუცილებლად მოიძებნება სათვალე, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გაზაფხული ამ უძვირფასეს აქსესუარზე საუბრის საშუალებას თამამად არ გვაძლევს, ყველამ კარგად ვიცით, რომ სიცივეს სულ მალე მზე დაათბობს და ამისათვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ერთად გადავავლოთ თვალი 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ყველაზე ტრენდულ 5 მოდელს და ჩვენი ფავორიტი ამოვირჩიოთ.

Matrix Mania

Y2K მოდურ გადატრიალებას კიდევ ერთხელ ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ Matrix-ის დაბრუნება კინოსამყაროსთვის სენსაცია არ გამხდარა, ის მოდის სამყაროს ფავორიტად ათწლეულების შემდეგ კიდევ ერთხელ მოევლინა. Rick Owens-ის, Fendi-სა თუ Koché-ს 2022 წლის ჩვენებებზე გამოჩენილი Matrix-ის სათვალეების ფონზე, აქსესუარების ყველაზე აქტუალური ტრენდი წარმატებით მოირგეს დებმა ჰადიდებმა და ჰეილი ბიბერმაც.

90-იანების შთაგონება

როდესაც საქმე მოდის ტენდენციებში ნოსტალგიური აქსესუარების დაბრუნებას ეხება, 90-იანი წლების შთაგონებით შექმნილ ახალ ვიზუალებს არაფერი შეედრება. ამ დიზაინის სათვალეები 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გამოჩნდა და მინიმალისტური სტილისა და სრულყოფილი ფორმების წყალობით წასვლას არსად აპირებს, მეტიც ამ სეზონზე ისინი ბევრად უფრო დიდი პოპულარობით გამოჩნდებიან ბაზარზე.

შეფერილი ლინზები

დროა, რაღაც ახალი, ხმამაღალი და ძალიან პოპულარული წარმოგიდგინოთ, თქვენ წინაშეა შეფერილი ლინზები, რომლებიც სამყაროს, ვარდისფერი სათვალით დანახვის საშუალებას პირდაპირი მნიშვნელობით გვაძლევენ. თუ თქვენ მოკრძალებული ფერებისა და მინიმალისტური დიზაინების ნაცვლად რაღაც უფრო მრავლისმეტყველს ეძებთ და გასული ათწლეულების ნაცვლად თანამედროვეობით ხართ შთაგონებული, მაშინ ვარდისფერ სათვალეებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მრავალმხრივი ფორმებითა და მოყვანილობებით თქვენი გულის მოგებას აუცილებლად მოახერხებენ.

მკვეთრი ჩარჩოები

მკვეთრი, გამოხატული ჩარჩოები, რომლებიც სრულყოფილად ერწყმის ლინზებს და ნებისმიერ ჩაცმულობას უნიკალურ ელფერს შესძენს, სხვა რა შეიძლება ინატრონ აქსესუარებში მაქსიმალიზმის მოყვარულებმა? 

Cat Eye

შესაძლოა ამ დრომდეც არაერთხელ გსმენიათ cat eye-ს სტილის შესახებ და მისი მომხმარებელიც ყოფილხართ, თუმცა გვერწმუნეთ ის, რაც 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ტრენდთა მოწინავე პოზიციას დაიკავებს, არაფრით არ ჰგავს ამ სტილის ტრადიციული ვარიანტის წარმომადგენელს. ფერადი ლინზებითა და მეტალის ჩარჩოებით cat eye-ს აღზევება Giambattista Valli-ს 2022 წლის ჩვენებაზე ვიხილეთ და მას შემდეგ აქტიურად ვადევნებთ თვალს მის აღზევებას.

ზევით