#მოდა

THEDIARY X MAO.GE: 7 დღე და 7 ლუქი ალისონ ტობისგან

გაზიარება:

წარმოგიდგენთ TheDiary-სა და MAO.GE-ის ახალ რუბრიკას, რომელიც მოდის სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ გიამბობთ...

TheDiary x Mao.ge კოლაბორაციის ფარგლებში, ჩვენს მკითხველსა და Mao-ს გამომწერებს, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ყველაზე აქტუალური ფერები და მათი კომბინაციებით შექმნილი ლუქები უკვე გავუზიარეთ. დღეს, აქცენტს არა ფერებზე, არამედ კვირის ჩაცმულობებზე და მათი საშუალებით თვითგამოხატვის გზებზე გავაკეთებთ. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Alison Toby (@alisontoby)

7 Days, 7 Looks "სამიზნე", ბელგიელი სოციალური მედია ვარსკვლავი, მოდელი და ინფლუენსერი, ალისონ ტობი გახდა, რომელსაც ფართო აუდიტორია @alisontoby-ის სახელით იცნობს. ალისონის სტილი რომ შთაგონების უშრეტი წყაროა, ამაზე მისი გამომწერების რაოდენობაც მეტყველებს. ბელგიელი IT გოგოს ჩაცმის ფილოსოფია, თანამედროვე კლასიკურისა და ყოველდღიური სპორტულის სრულყოფილ კომბინაციას წარმოადგენს. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Alison Toby (@alisontoby)

ალისონ ტობის კვირის ლუქი, ერთგვარი კაფსულა კოლექციის იდეის მატარებელია. კოლექციაში იდეალურად ერთიანდება კლასიკური სტილის შარვლები, პულოვერები, თბილი მოსაცმელები, საღამოს კაბა კვირის გლამურისთვის და რამდენიმე ეფექტური აქსესუარიც. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Alison Toby (@alisontoby)

GET THE LOOK:

Oversized Blazer

ყიდვა

Mid High Waist Seamline Suit Pants

ყიდვა

Linen Shirt

ყიდვა

WOOL-BLEND CAPE

ყიდვა

Lace-ups in Leather

ყიდვა

ზევით