#მოდა

7 ფერი 2022 წლის შემოდგომაზე, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ

გაზიარება:

ახალი სეზონისთვის გარდერობის განახლება ყოველთვის სასიამოვნო პროცესია, თუმცა რას იტყვით თუკი ახალი სეზონის სამოსით და ჩვენი სამომავლო გეგმების მანიფესტაციას მოვაწყობთ? 2022 წლის შემოდგომას თავისი რჩეული ფერების პალიტრა აქვს, რომელთაგან ჩვენი მკითხველისთვის 7 ყველაზე ტრენდული და ღრმააზროვანი გრადაცია შევარჩიეთ.

1. ჟოლოსფერი

ზაფხულის ყველაზე პოპულარული ტრენდი Barbiecore მოდის ტენდენციებიდან ასე მალე გაქრობას არ გეგმავს, შემოდგომის სეზონისთვის მან ოდნავ იცვალა ფერი და თვალშისაცემი ვარდისფრის ნაცვლად უფრო ღრმა ტონებში გადაინაცვლა, ისეთში როგორიც ჟოლოსფერია.

2. ამეთვისტოს შთაგონება

ამეთვისტო თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი, ამ ფერის სამოსი კი ღვთაებრივ სიბრძნესთან, სიმშვიდესთან და ნაკლებ სტრესთან ასოცირდება. იასამნისფრის ეს საოცრად მდიდარი ჩრდილი ყოველთვის მდიდრულად გამოიყურება, ის საუკეთესო საშუალებაა თქვენი შინაგანი სამყაროს გამოსავლენად. 

3. ზეთისხილი

ზეთისხილის ფერი ჰარმონიულობასთან, თანაგანცდასთან და ემპათიურობასთან ასოცირდება, სწორედ ეს აქცევს ამ ფერს მწვანეს სრულყოფილ გრადაციად. მიწიერი ტონი დადებითად მოქმედებს მის მფლობელზე და საუკეთესოს გამოვლენაში ეხმარება. მოირგეთ ზეთისხილის ფერი სამოსი ამ შემოდგომაზე და იგრძენით თავი სრულყოფილად ყველაზე კონკურენტულ გარემოშიც კი.

4. მუქი ლურჯი

თუ გსურთ ამ შემოდგომაზე თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ძალა და ავტორიტეტი სამოსით გამოავლინოთ, მაშინ აუცილებლად გირჩევთ არჩევანი მუქი ლურჯის ტანსაცმელზე, განსაკუთრებით კი კლასიკურ ორეულებზე შეაჩეროთ.

5. თბილი ნარინჯისფერი

ზაფხულის სეზონიდან შემოდგომაზე გადასვლა მარტივი არასდროსაა, მზის სითბოს, ზაფხულში განცდილი სიხარულისა და ბედნიერების გასახსენებლად ნარინჯისფერი ყოველთვის საუკეთესო არჩევანია. არც 2022 წლის შემოდგომა გახლავთ გამონაკლისი.

6. ვერცხლისფერი/ნაცრისფერი

თუკი ამ სეზონზე, თქვენი მიზანი სიმდიდრის, თავდაჯერებულობისა და სიუხვის გამოვლენაა, მაშინ ვერცხლისფერი/ნაცრისფრის ტანდემი აირჩიეთ. ეს დახვეწილი ფერი თქვენს ცხოვრებას სიმდიდრესა და მომხიბვლელობას შემატებს - იმას, რაც ნაკლებად ნაყოფიერი ზაფხულის შემდეგ ყველას ასე ძალიან გვჭირდება.

7. ნუშისფერი

ბოლოს კი ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ფერს ნუშისფერს წარმოგიდგენთ, რომელიც ებრაულად "გამოღვიძებად" ითარგმნება. ეს ფერი დაგეხმარებათ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, რადგან ის საშუალებას მოგცემთ დაინახოთ თქვენს გარშემო არსებული სამყარო როგორც ის რეალურადაა.

ზევით