#სილამაზე

7 ხრიკი თვალის იდეალური მაკიაჟისთვის

გაზიარება:

სრულყოფილი მაკიაჟის საიდუმლო არა ძვირიანი პროდუქტი, არამედ მაკიაჟის საშუალებების სწორად გამოყენებაა. დეკორატიული კოსმეტიკა უბრალოდ საღებავია, რომლითაც საკუთარ სახეზე თქვენ თავად ხატავთ. იმისათვის, რომ თქვენს თვალებს მეტი მიმზიდველობა შესძინოთ, Make Up კურსის გავლა სულაც არაა საჭირო. The Diary თვალის იდეალურად დასახატად 7 ხრიკს გთავაზობთ.

#1 პუდრი ფუმფულა წამწამებისთვის

პუდრი წამწამებზე

მას შემდეგ, რაც თვალზე ტუშის ერთი ფენა უკვე დაიტანეთ, წამწამებზე ცოტაოდენი გამჭვირვალე პუდრი დაიყარეთ და რამდენიმე წამი აცადეთ გაშრობა. ამის შემდეგ, წამწამებზე ტუშის მეორე ფენა გადაისვით. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ!

#2 დრო დაუთმეთ ხელოვნურ წამწამებს

ხელოვნური წამწამები, როგორ გავიკეთოთ

ხელოვნური წამწამების დამაგრების დროს, ნუ იჩქარებთ. მას შემდეგ, რაც თვალის კონტურზე სპეციალურ წებოს დაიტანთ, 30-40 წამი დაიცადეთ და წამწამები შემდეგ დაიმაგრეთ. დარწმუნებული იყავით, რომ წამწამები თავის ადგილზე დიდი ხნის მანძილზე დარჩება!

#3 თვალის ჩრდილი ლაინერის ნაცვლად

თვალის ჩრდილი, ლაინერის მაგივრად

ლაინერი დაგიმთავრდათ? რა პრობლემაა?! შეარჩიეთ სასურველი ფერის თვალის ჩრდილი, კუთხოვანი ფუნჯი დაასველეთ წყლით, ან მიცელარული წყლით, აიღეთ თვალის ჩრდილი და დაიტანეთ თვალზე ისე, როგორც ლაინერს დაიტანდით. თუ smokey eyes-ის ეფექტის მიღება გსურთ, 1 წუთი ჩრდილის გაშრობას დაელოდეთ და ხაზი ფუნფულა ფუნჯით გადაანაწილეთ. 

#4 არ გადაამეტოთ ლაინერი!

თვალის ლაინერი, არ გადაამეტოთ

მას შემდეგ, რაც თვალის ზედა მხარეს, წამწამების გაყოლებაზე ლაინერს დაიტანთ, შეჩერდით! გადამეტებული ლაინერის მოხმარება თვალის ზომას აპატარავებს. ლაინერი მხოლოდ წამწამების გასწვრივ, თვალის კუთხის ჩათვლით უნდა დაიტანოთ.

#5 თეთრი ლაინერი თვალის გასადიდებლად

თეთრი ლაინერი, თვალის ლაინერი

თვალის ქვედა ნაწილში მუქი ფერის ლაინერის დატანა არასწორი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ისედაც პატარა ზომის თვალები აქვს. ამიტომ, თვალის ზედა მხარეს მუქი ლაინერის დატანის შემდეგ, ქვედა მხარეს nude, ან თეთრი ფერის ლაინერი წაისვით, რაც თვალის ზომას საგრძნობლად გაზრდის. 

#6 ამოანათეთ წარბის კონტური

თეთრი ლაინერი, წარბის ქვეშ

თეთრი ლაინერი ჯერ არ შეინახოთ! იმისათვის, რომ თქვენი წარბის ქვედა ხაზი კარგად გამოკვეთოთ, თეთრი ლაინერი ნამდვილი მიგნებაა. წარბის ქვედა ხაზის გაყოლებაზე თეთრი ლაინერი მკრთალად დაიტანეთ და შემდეგ ფუნჯით (ცხვირიდან ყურისკენ მიმართულებით) გადანაწილეთ. 

#7 აიპრიხეთ წამწამები

აპრეხილი წამწამები, წამწამების დახვევა

ბევრი თვლის, რომ წამწამების ასაპრეხი მაკრატელი მათ წამწამებზე არ მოქმედებს (მეც ასე მეგონა). სინამდვილეში, საქმე გაცილებით მარტივადაა. ასაპრეხი მაკრატლით წამწამები რამოდენიმეჯერ უნდა ავპრიხოთ (5-6-ჯერაც, თუ საჭიროა). შედეგს თავადაც ნახავთ. 

 

ზევით