როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს გვიზიარებს, შეუდარებელ ფორმაში მყოფი მოდელი, კლასიკური სამოსით, ფერადი ვარცხნილობითა და ქართული ბრენდის აქსესუარებით პოზირებს. ადრიანამ Natia X Lako-ს ნიანგის საყურეები მოირგო.
ქართველი დიზაინერები Natia X Lako ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, შეექმნათ გამომხატველი ფორმების ფემინური საყურეები.
ქართველი დიზაინერებისა და ცნობილი ადამიანების სტილისტების დაკავშირება, ლოს-ანჯელესში მოღვაწე ქართველი მოდის რეალტორის თათა ქართველიშვილის დამსახურებაა, რომელმაც PR სააგენტო tata_la რამდენიმე წლის წინ დააფუძნა და დღემდე საკმაოდ დიდი წარმატებით მოღვაწეობს შტატებში.