#მოდა

Aliétte - მოდური მოგზაურობა 70-იანების გლამურიდან თანამედროვე დახვეწილობამდე

გაზიარება:

Aliétte - ვარსკვლავების მეგა-სტილისტის ჯეისონ რემბერტის ბრენდი, ცნობილი გახდა თავისი ნატიფი მგრძნობელობით, დახვეწილი ქალურობით და საღამოს ტანსაცმლის თანამედროვე ხედვით. მოდის სახლის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის ჯეისონის შემოქმმედება დიზაინების ეთოსის ერთგული დარჩა. ბუმბულებით მორთული დახვეწილი კაბები, ტიულის დელიკატური ფენებით, მკვეთრი სტრუქტურირებული დეტალებითა და ულევი გლამურით, შემოდგომა/ზამთრის კოლექციის განმსაზღვრელი გახდა.

ამ სეზონისთვის მოდის სახლმა 70-იანი წლების გამორჩეული, გლამური, 80-იანი წლების გაზვიადებული და მკვეთრი ჭრილები და თანამედროვე ელეგანტურობის მიქსი გამოიყენა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლექცია წარმოგვიდგინა.

Aliétte-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ოქროსფერი კაბით იწყება, რომლისგანაც Cher x Bob Mackie-ს ეპოქა იღვრება, სიმართლე ითქვას მაკის ესთეტიკის ამოკითხვა კიდევ რამდენიმე სილუეტშია შესაძლებელი. ოქროსფერი კაბის შემდეგ ჩვენს ყურადღებას შავი და მკვეთრი ფერების მონაცვლეობა, ნაქარგი ბრალეტეები, კორსეტები, დაბალწელიანი შარვლები და ულევი ელეგანტურობა იქცევს. 

ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით Aliétte ეს არის უშიშარი, თავდაჯერებული ქალის რეფლექსია, რომელსაც სურს ყველასგან გამოირჩეოდეს და ეს ყოველივე 2022 წლის კოლექციაშიც ნათლად იკვეთება.

ზევით