#მოდა

ამალ კლუნი წვეულების კაბების ნამდვილი დედოფალია

გაზიარება:

შესაძლოა, დღისით ამალ კლუნი წარმატებული ადვოკატია, მაგრამ ღამით ის წვეულების ნამდვილ დედოფლად გარდაისახება ხოლმე. ადამიანის უფლებათა დამცველის მრავალფეროვანი გარდერობი ისეთი ოფიციალური ერთეულებისგან შედგება, როგორებიც Chanel-ის bouclé skirt ან სულაც Burberry macs-ია, თუმცა ღამის ცხოვრებისთვის აქვე მოიძებნება ადგილი MaxMara-ს მბზინავი კაბისთვის, რომელიც წარმატებით იმეორებს Studio 54-ის გლამურს.

ამალ კლუნი არის ქალი, რომელსაც 2015 წელს იბიცაზე, ჯორჯ კლუნის ტეკილას პრეზენტაციაზე ოქროსფერი ჯაჭვის კაბა ამშვენებდა, 7 წლით ადრე მანამ, სანამ ეს ტრენდი მოდის სამყაროში დაბრუნდებოდა. ამალსვე ეკუთვნის ღრმა ჭრილის დეკოლტეს ტენდენციებში დაბრუნება.

რაც შეეხება წითელ ხალიჩაზე ამალ კლუნის გამოჩენას, ეს სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა. ჰოლივუდის ვარსკვლავი მეუღლისა და სხვა ცნობილი ადამიანებით გარშემორტყმული ამალი, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისის კლუნი არჩევანს აკეთებს Giambattista Valli-ზე და ძველი სკოლის კუტურიერებზე, Ralph & Russo-სა და Sergio Hudson-ის მსგავსებზე. მაგრამ, ამასთანავე, ამალი ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებსაც აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს, 2018 წელს Met Gala-ზე გამოჩენისთვის, მან ლონდონის ამომავალი ვარსკვლავის Richard Quinn-ის კაბა მოირგო.

კომოს ტბაზე, პაპარაცების მიერ დაფიქსირებულმა ამალ კლუნიმ, ზაფხულის პაემნისთვის ყველაზე ელეგანტური, მაგრამ იმავდროულად სექსუალური კაბა შეარჩია. მოკლე ცისფერ ქალთევზას კაბაში 44 წლის ადამიანის უფლებათა დაცველი უბრალოდ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.

ზევით