როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტი, ოსკაროსანი მსახიობის, ჯორჯ კლუნის მეუღლე, ამალ კლუნი მაღალი ინტელექტისა და დახვეწილი სტილის პატრონია.
ამალ კლუნის ჩაცმულობა აღტაცებას იწვევს, როგორც წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას, ასევე სასამართლო პროცესებზე, სადაც კლუნის მეუღლე დიდი ხანია მოდის საკუთარ სტანდარტებს ამყარებს. მოძველებული მოსაზრებაა, რომ წარმატებული ქალი ჩაცმულობას ყურადღებას არ ან ვერ აქცევს. ალფა-ქალი ერთნაირი წარმატებით უმკლავდება როგორც რთულ კარიერულ ასევე სახლის სამუშაოს, პარალელურად არც საკუთარ თავზე ზრუნვა ავიწყდება.
Chanel-ის კოსტიუმი, Burberry-ის ტრენჩი, Max Mara-ს ქურთუკი - ამალ კლუნის სტილი კითხვას ბადებს: და ვინ თქვა რომ სამუშაო სამოსი უფერული და მოსაწყენი უნდა იყოს?
ოსკაროსანი ჯორჯ კლუნის მეუღლეს აქსესუარების შესაშური კოლექცია აქვს. იურისტი არაერთხელ იყო შემჩნეული Altuzarra-ს, Balenciaga-ს, Stella McCartney-სა ან Michael Kors-ის ჩანთით ხელში უზენაეს სასამართლოსკენ მიმავალი. სათვალის გარეშე კი მისის კლუნის თითქმის ვერ ნახავთ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ამალ კლუნი Jimmy Choo-ზე ან Manolo-ზე აჩერებს არჩევანს.
GIVENCHY-ს ტყავის კაბა
ამალ კლუნიმ 2018 წლის მასაჩუსეტსის ქალთა კონფერენციაზე გამოსვლისთვის Givenchy-ის უსახელო შავი საშუალო სიგრძის ტყავის ქვედაბოლო აირჩია.
BURBERRY-ის ტრენჩი
Burberry-ის ტრენჩი ამალ კლუნის გარდერობში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. 2018 წელს ამალმა ეს ტრენჩი Giambattista Valli-ის კოსტიუმთან მოირგო.
OSCAR DE LA RENTA-ს კაბა
მისის კლუნიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას, სადა და დახვეწილი Oscar de la Renta-ს კაბა მოირგო.
ZAC POSEN-ის კაბა და პიჯაკი
ახალგაზრდა იურისტმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ვიზიტის დროს Zac Posen-ის კაბა და პიჯაკი, Givenchy-ს სათვალე, Jimmy Choo-ს ფეხსაცმელი და Michael Kors-ის ჩანთა მოირგო.
DIANE VON FURSTENBERG-ის პრინტებიანი კაბა
ამალ კლუნიმ კალიფორნიაში, ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. Diane von Furstenberg-ის პრინტებიანი კაბა მოირგო, რომელსაც Givenchy-ს ფეხსაცმელი და Gilan-ის ბრილიანტების საყურე შეუხამა.