ანჯელინა ჯოლი Chloé-სთან კოლაბორაციით კაფსულა კოლექციას გამოუშვებს

მოდის სამყაროში ახალი მიზნებზე ორიენტირებული ბრენდის Atelier Jolie-თ გამოჩენის შემდეგ, ანჯელინა ჯოლი პირველ კოლაბორაციას აანონსებს. როგორც ცნობილი გახდა, ახალი მოდის სახლი Chloé-ს გუნდთან კაფსულა კოლექციის შესაქმნელად ერთიანდება.

კაფსულების კოლექცია ამახვილებს ყურადღებას ქალებს შორის ავთენტურ კავშირებზე და პატივს სცემს ორივე ბრენდის შესაბამის ვალდებულებებს სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაუმჯობესებაზე მეტი გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით

კოლექცია ძირითადად საღამოს ტანსაცმელს გააერთიანებს და მისი დიდი ნაწილი ჯოლის გარდერობით შთაგონებული სილუეტებით დაიტვირთება. კაფსულა კოლექცია აგრეთვე ხაზს გაუსვამს იმ შრომას, რომელიც მკერავებმა ჩადეს კოლექციაში. ანჯელინა ჯოლისთან ერთად, ქალის სამოსის კაფსულა კოლექციაზე Chloé-ის ამჟამინდელმა კრეატიულმა ხელმძღვანელმა გაბრიელა ჰერსტმა იმუშავა, რომელმაც მოდის სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო.

Chloé-სთან კოლაბორაციის უპირველესი საბაბი მოდის სახლის B Corp სტატუსი იქცა, რომელიც ბრენდმა 2021 წლის ოქტომბერში მოიპოვა. ამ სტატუსის ქონა მოდის სამყაროში მნიშვნელოვან პრივილეგიას წარმოადგენს, რადგან ის მიგვანიშნებს, რომ ბრენდი აკმაყოფილებს დამოწმებული შესრულების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს, აგრეთვე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს თანამშრომლებისათვის ეთიკური სამუშაო გარემოს შექმნასა და მათ კეთილდღეობას.

ანჯელინე ჯოლიმ Atelier Jolie-ის დაფუძნების შესახებ სიახლე მაისის თვეში გაგვიზიარა, „რატომ უნდა იყიდო სხვა ადამიანის მიერ შექმნილი დიზაინი, როდესაც შეგიძლია თავად შექმნა იგი?“ 

„დღეს ვიწყებ რაღაც ახლის შექმნას - კოლექტივის, სადაც ყველას თავად შეეძლება შექმნას... Atelier Jolie არის ადგილი კრეატიული ადამიანებისთვის, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ გამოცდილი მკერავების კვალიფიციურ და მრავალფეროვან ოჯახთან... ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ჩემი მადლიერებითა და ღრმა პატივისცემით მრავალი მკერავისა და მწარმოებლის მიმართ, ვისთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. სურვილი მაქვს გამოვიყენო მაღალი ხარისხის ვინტაჟური მასალა და უკვე ხელმისაწვდომი მასალა, ასევე ვიყო კულტივირების მოძრაობის ნაწილი“ - დაწერა ჯოლიმ Instagram გვერდზე.

Atelier Jolie მოდის ბაზარზე იმთავითვე ამბიციური განაცხადით გამოჩნდა და მიზნაად ყველაზე აქტუალური თემების გავრცობა დაისახა. ჯოლიმ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი ბრენთან ერთად, საინტერესოა კიდევ რა სპეციფიკურ დეტალებს მოიცავს Atelier Jolie-სა და Chloé-ს კოლაბორაცია.

ზევით