#მოდა

ფეხსაცმელი, რომელიც ანნა ვინტურს 90-იანი წლებიდან გაუხდელად აცვია

გაზიარება:

მთელმა სამყარომ იცის, რომ ცნობილი მოდური გამოცემის, VOGUE-ის რედაქტორის, ანნა ვინტურის ხელწერა მისი შეუცვლელი ვარცხნილობაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოდის ყველაზე კრიტიკული შემფასებლის კიდევ ერთი ამოჩემება ფეხსაცმლის კონკრეტული მოდელია, რომელიც ანნას 90-იანი წლების შემდეგ გაუხდელად აცვია.

ანა ვინტური, ფეხსაცმელი, მანოლო ბლანიკი

ანნა ვინტურის რჩეული Manolo Blahnik-ის ქუსლიანი ფეხსაცმელია, რომელიც ვოგის რედაქტორის თხოვნით სპეციალურად მის სხეულზე მორგებით ჯერ კიდევ 1994 წელს შეიქმნა. მეტიც, დიზაინერი კონკრეტულ მოდელს კრემისფრის ორ ტონალობაში უშვებს, რომლებიც ანნას კანის ფერის ტონალობას შეესაბამება.

ანა ვინტური, ანნა ვინტური, ახალგაზრდა, ფეხსაცმელი, მანოლო ბლანიკი

დროთა განმავლობაში ე.წ. ვინტურის ფეხსაცმლის რამდენიმე ვერსია გაჩნდა, რომლებიც ერთმანეთისგან ქუსლის სიმაღლით და გადაჯვარედინებული თასმების რაოდენობით განსხვავდება, თუმცა პირველივე შეხედვით ხვდები, რომ ეს ანნას ფეხსაცმელია. ვოგის რედაქტორის რჩეული მოდელები Callasli და Botti გახლავთ.

ანა ვინტურის ფეხსაცმელი, მანოლო

ისიც უნდა იცოდეთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხსაცმლის შესაძენად, ანნას ოდენობის შემოსავალი თუ არა, შესაშური საბანკო ანგარიში მაინც უნდა გქონდეთ. ცნობილი ფეხსაცმლის ფასი 800$-იდან იწყება.

manolo blahnik, მანოლო ბლანიკი, ფეხსაცმელი, ქუსლიანი

 

ზევით