#ცნობილები #მოდა

ANOUKI 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის sneak peek

გაზიარება:

ანუკი არეშიძე Instagram-ზე 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის digital preview-ს გვთავაზობს. სამოსი და აქსესუარები მაღაზიებში 2021 წლის სექტემბერში გამოჩნდება, მანამდე კი დიზაინერი მომავალი კოლექციის შეთვალიერების საშუალებას გვაძლევს. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ANOUKI (@anouki)

სოციალურ მედიაში განთავსებული ფოტოებიდან ჩანს, რომ კოლექციაში ჰაეროვანი ქსოვილების, ტყავისა და კრისტალების სინთეზს ვიხილავთ. 

დიზაინერის ახალ კოლექციას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ელიან. Anouki-ს სამოსი და აქსესუარები მსოფლიო მასშტაბით იყიდება და არა ერთი ვარსკვლავის, მათ შორის ქლოე კარდაშიანის გარდერობში ხვდება. 

ანუკი, არეშიძე, დიზაინერი, ახალი, კოლექცია

Anouk-ის კოლექციებს საზოგადოება Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის საშუალებით ეცნობა. კვირეულის წინა სეზონი online სივრცეში გაიმართა, რომელსაც ათასობით მაყურებელმა თვალი სპეციალურად შექმნილი ვებ გვერდის საშუალებით ადევნა. 

ზევით