#სილამაზე

Anti-Aging - და მაინც, რატომ ვებრძვით ასაკს?

გაზიარება:

ავტორი: სოფო შერგელაშვილი

 

ხშირად შეხვდებით ტერმინს - Anti-Aging,  რაც გულისხმობს პროდუქციას ან ტექნიკას, რომელიც შექმნილია დაბერების ნიშნების პრევენციისთვის.

ალბათ თითოეულ ჩვენგანს წაგვიკითხავს სტატია: ჯენიფერ ლოპესის ახალგაზრდობის საიდუმლო, სოფია ვერგარას ფავორიტი ანტი ასაკობრივი კრემები... დიახ, ეს მარკეტინგია და ის მუშაობს. 

კანის მოვლის ხაზების ძირითადი აუდიტორია ქალებს მოიცავს. ყველა სილამაზის სტანდარტი კი ქალზეა გათვლილი - წვრილი წელი, მბზინავი თმა, უბერებელი კანი. სწორედ ამ დაპირებას ყიდის ეს ინდუსტრია - მუდმივ ახალგაზრდობას.

ანტი ასაკობრივი კრემი, შრატი, ინექცია; „დარჩი ახალგაზრდა მუდამ“ - თითქოს რაღაც არაამქვეყნიური ძალით შევძლებთ დროის შეჩერებას. 

კარგად თუ გავიაზრებთ - როგორ ვაპირებთ ცხოვრების საწინააღმდეგოდ წასვლას. არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ადამიანი სამუდამოდ ახალგაზრდა დარჩენილიყო. ნუთუ ამას რაიმე საცხი შეძლებს?  ან საერთოდ, რატომ ვებრძვით ასაკს?

Euromonitor International-ის მონაცემებით, მხოლოდ შეერთებულ შტატებში ანტი ასაკობრივი ბაზარი 2016-2021 წლებში 3,9 მილიარდი დოლარიდან - 4,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ანტი ასაკობრივი გლობალური ბაზარი იმავე პერიოდში 25 მილიარდი დოლარიდან თითქმის 37 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მარკეტერები კი ზუსტად ხვდებიან, რომ ეს „დაპირებები“ ამართლებს და ბევრი მომხმარებელი დახარჯავს უამრავ ფულს იმ იმედით, რომ მათ მუდმივი ახალგაზრდობა შეუნარჩუნდებათ.

ზუსტად მაშინ, როცა 20 წელს გადავცილდებით ერთგვარ მარათონში ვერთვებით, სადაც ყველა კომპანია გვთავაზობს ანტი ასაკობრივ საშუალებებს და პროდუქციებს. სოციალური მედია კი ამისი ნათელი მაგალითია - ფოტოშოპი, კარგად დამუშავებული ფოტოები, ფილტრები. 

ბოტოქსის მოხმარების ასაკმაც დაიწია. სახის გადაჭიმვა, კანის აწევა - ჩვენ ყველაფერს გვთავაზობენ გარდა საკუთარი ასაკით ტკბობისა.

და მაინც, როდის გავხდით ასეთი შეპყრობილები მუდმივი ახალგაზრდობით? 

სოციალური მედიის გააქტიურებით, ფილტრების მეშვეობით, ფოტოშოპით, FaceTune და სხვადასხვა აპლიკაციებით, რომლებიც სრულიად გვცვლის და ისეთს გვხდის, როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ, უფრო სწორედ როგორიც სილამაზის ინდუსტრია გვიბიძგებს რომ ვიყოთ.

დერმატოლოგები საუბრობენ იმაზე, რომ ეს ყველა პროდუქტი მაინც მარკეტინგული ხრიკია, კანის ახალგაზრდობისთვის მაქსიმალური შენარჩუნებისთვის კი საჭიროა მზისგან დამცავი საშუალების ყოველდღიური გამოყენება (რადგანაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ცუდ ზეგავლენას ახდენს კანზე, იწვევს მელანომას, ფოტოდაბერებას)... 

1. მზისგან დამცავი კრემი - ფართო სპექტრის მზისგან დამცავი კრემის გამოყენება SPF 30+ ხელს უშლის ულტრაიისფერი გამოსხივების გამოწვეულ კანის დაზიანებას და კოლაგენის/ელასტინის დაჩქარებას. კანის მზეზე ზემოქმედების მინიმიზაცია ხელს უშლის ულტრაიისფერი გამოსხივების მიერ გამოწვეულ კანის დაბერებას.

EltaMD UV Lotion Broad-Spectrum SPF 30+

ყიდვა

2. რეტინოიდები - აქტუალური რეტინოიდები ხელს უწყობენ ეპიდერმული უჯრედების მომწიფებას, ისე, რომ ძველი უჯრედები იშლება და კანის ზედაპირზე ახალი, ჯანსაღი უჯრედები მოაქვს. ისინი ასევე ხელს უწყობენ კოლაგენის რეგენერაციას დროთა განმავლობაში. რეცეპტით გამოწერილი რეტინოიდები უფრო ძლიერია და უფრო სწრაფად იმუშავებს, მაგრამ ყველა რეტინოიდს ექნება დადებითი, დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი დროთა განმავლობაში.

 5 Stars Retinoid + Niacinamide Eye Cream

ყიდვა

ზევით