#მოდა

IT GIRL - ანუკი არეშიძის პარიზული სტილი

გაზიარება:

ცნობილი ქართველი დიზაინერი, ბრენდ Anouki-ს დამფუძნებელი და No More Plastic-ის ამბასადორი ანუკი არეშიძე, სოციალური ქსელის მეშვეობით გამომწერებს პარიზული მოგზაურობის დეტალებს უზიარებს. ანუკის დახვეწილი, ელეგანტური და კლასიკური სტილი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, თუმცა მოდის დედაქალაქში ჩასული IT გოგოსთვის პარიზულ სტილთან შეხამებაც  რომ მნიშვნელოვანია, ეს მისი ჩაცმულობიდანაც ჩანს.

ანუკი არეშიძემ ფრანგი ქალების მინიმალისტური სტილი იდეალურად გაიმეორა და ლეგენდარული მოდის სახლის Chanel-ის აქსესუარებთან ერთად, პარიზული სტილისთვის დამახასიათებელი მონოქრომული ჩაცმულობა შემოგვთავაზა.

ანუკიმ შავი ბერმუდა შარვალი, ამავე ფერის სვიტერი, Chanel-ის კრემისფერი ლოფერები და ხელჩანთა მოირგო და გამომწერებს პარიზული სტილის ნამდვილი მასტერ-კლასი შესთავაზა. 

ინსპირაცია:

MANGO - Checks knitted sweater 149 ₾

 

ყიდვა

MANGO - Pleat straight trousers 149 ₾

 

 ყიდვა

 MANGO - Gathered leather moccasin 199 ₾

 

ყიდვა

 MANGO - Twisted strap baguette bag 79 ₾

 

ყიდვა

ზევით