ახალგაზრდა კონდიტერის, მირანდა ნადიბაიძის ფუმფულა ფენქეიქის რეცეპტი

კონდიტერი

ფუმფულა და გემრიელი ფენქეიქი ახალაგზრდა კონდიტერმა, მირანდა ნადიბაიძემ გაგვიზიარა. ორი შვილის დედამ საკუთარი თავი კულინარიაში იპოვა და დღეს გემრიელ საკონდიტრო ნაწარმს არა მხოლოდ საკუთარ გოგოებს უმზადებს, არამედ მათ რეცეპტებს რამდენიმე ათეულ ათას ინსტაგრამ მიმდევარს უზიარებს. 

ჩემს ისნტაგრამ მიმდევრებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, სწორედ რომ, ფუმფულა ფენქეიქები იყო

ინგრედიენტები

• 2 ც კვერცხი

• 100 გრ შაქარი

• 600 გრ რძე

• 120 გრ კარაქი (გამდნარი)

• 3 გრ მარილი

• 20 გრ გამაფხვიერებელი

• 500 გრ ფქვილი

მომზადების წესი

ჯამში მოვათავსოთ კარაქი და ცეცხლზე დავდგათ გასადნობად. კვერცხი და შაქარი ერთმანეთში გადავურიოთ და დავუმატოთ რძე და გამდნარი კარაქი. შემდეგ კი, დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი და გამაფხვიერებელი. მომზადებული მასა გახურებულ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ და გემრიელად მივირთვათ! 

ზევით