ახალი წლის ღამეები საქართველოს კურორტებზე

ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ შეხვდეთ ამ ჯადოსნურ ღამეს, გირჩევთ, ჩვენს რჩეულ, ლოკალურ სასტუმროებს გადაავლოთ თვალი. ახალი წლის ღამეს არა, 2 იანვარს მოგზაურობას მაინც დაიბედებთ. რა იცით, 2021-ში რა ხდება?!

The Diary იმ ადგილებს წარმოგიდგენთ, სადაც 2021 წლის პირველი ღამე ყველაზე ჯადოსნური და დაუვიწყარი იქნება. 

CHATEAU MERE

კახეთის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილი გამორჩეული სტუმართმოყვარეობით, განსაკუთრებული ატმოსფეროთი და მასპინძლებითაა განთქმული. შატო მერეს ტერიტორიიდან კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება. სასტუმროს ძველებური, მეფური ინტერიერი, ასეთივე სამზარეულო და გამორჩეული ღვინო კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თუ ჰარმონიას ასეთ მცირე დეტალებში ეძებთ, მაშინ თქვენთვის ნამდვილ სამოთხეში გადაგამისამართებთ.

შატო მერე

2021 წლის შესახვედრად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანთან მდებარე „შატო მერე“ გახლავთ, რომელიც საახალწლოდ ჩასულ სტუმრებს აგიზგიზებულ ბუხარს, უგემრიელეს კერძებსა და უთბილეს გარემოს დაახვედრებს. 

ღირებულება: 290 ლარი 
დასაჯავშნად დარეკეთ: 595 99 03 99
ან ეწვიეთ www.mere.ge

 

LOPOTA

ლოპოტას ტბის პირას დასვენება განტვირთვისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. კავკასიის მთებით გარშემორტყმული რეკრეაციული ზონა პატარა სამოთხეა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ახალი წლის დღეებში საკუთარ თავს მხოლოდ დადებითი ემოციები და უსაზღვრო სიამოვნება უსახსოვროთ. 

ლოპოტა

ლოპოტას ტერიტორიაზე საშობაო სოფელიც დაგხვდებათ აგიზგიზებული გარე ბუხრებით, არომატული გლინტვეინით, კახური ჭაჭით, გემრიელი წასახემსებლებით და ჯადოსნური საახალწლო განწყობით. 

ღირებულება: ორ სტუმარზე 1100 ლარი 
დასაჯავშნად დარეკეთ: 0322 400 400 
ან ეწვიეთ www.opotaresort.com 
 

ROOMS HOTEL KAZBEGI 

ზამთარში ყაზბეგი ჩრდილოეთის ქალაქებივით თოვლით გადაიპენტება და სტუმრებს მონატრებული თოვლისა და ზამთრის ატმოსფეროს უქმნის. წელს, სასტუმროები განსაკუთრებულ პროგრამებს ვერ გვთავაზობენ, თუმცა, სადღესასწაულო გარემო, დახვეწილი კერძები, პოზიტიურად დამუხტული პერსონალი და საყავრელი ადამიანი(ები) 2021 წლის პირველ წუთებს დაუვიწყარს გახდიან. 

Rooms hotel Kazbegi

2021-ის დილაც გამორჩეული იქნება, რის გარანტიასაც Rooms Hotel-დან გერგეთის სამებაზე და მყინვარწვერზე გადაშლილი ხედები იძლევა.

ღირებულება: ნომერი 990 ლარი  
დასაჯავშნად დარეკეთ: 032 271 00 99 
ან ეწვიეთ www.roomshotels.com
 

MTSERLEBI RESORT 

სასტუმრო „მწერლები“ წიწვოვანი ტყის ძირშია გაშლილი და სასუნთქი სისტემის ნამდვილ კლიმატოთერაპიას წარმოადგენს, რასაც შავი ზღვის თბილი და ნოტიო ჰაერის მასების მთის ჰავასთან შერწყმით მიღებული ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს. სასტუმრო კომპლექსი არამხოლოდ ადგილმდებარეობით, არამედ საინტერესო ინტერიერითა და უგემრიელესი კერძებით გამოირჩევა. 

Mtserlebi resort

თუ ახალი წლის აღნიშვნას „მწერლებში“ გადაწყვეტთ, ნამდვილად არ მოიწყენთ. ულამაზესი ხედების, სტუმრებზე მორგებული ინფრასტრუქტურისა და გასართობი სივრცეების კომბინაცია ყოველთვის მომგებიანია. 

დასაჯავშნად დარეკეთ: 599 99 69 69
ან ეწვიეთ www.mtserlebiresort.ge 
 

AMBASSADOR KACHRETI 

გოლფის, ფეხბურთის, ჯირითისა თუ ჩოგბურთის მოყვარულებს, სასტუმრო-კომპლექსი "კაჭრეთის ამბასადორი" გამორჩეულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროს ოთახების ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი,  სადაც კომფორტისათვის ყველა აუცილებელი კომპონენტია გათვალისწინებული. რესტორანში სტუმრებს ქართული გარემო, შერეული სამზარეულო და ღვინოების დიდი ასორტიმენტი დახვდებათ.

სასტუმროს მთელი ტერიტორია საახალწლო დეკორაციებითაა მორთული, რაც კიდევ უფრო ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის. ამიტომ, გირჩევთ საყვარელ ადამიანთან, ან თუნდაც ოჯახთან ერთად ეს სიამოვნება აუცილებლად გამოსცადოთ. 

დასაჯავშნად დარეკეთ: 032 2 43 94 94
ან ეწვიეთ www.ambassadori.com
 

RADISSON TSINANDALI 

ღვინის რეგიონში,  კერძოდ კი წინანდალში მდებარე სასტუმროს, არქიტექტურასთან ერთად უნიკალური მდებარეობა გამოარჩევს - ჭავჭავაძეების ისტორიული მამული. წინანდალის რედისონში თავს უამრავი აქტივობით შეიქცევთ. შეგიძლიათ ღვინის ტური მოიწყოთ, ან ჭავჭავაძეების ულამაზის ბაღით დატკბეთ. იქვე ნატვრის ხესაც ესტუმროთ და საახალწლო სურვილიც ჩაიფიქროთ.

Tsinandali Radisson

წინანდალის რედისონში უგემრიელეს კერძებთან ერთად ზამთრის must drink სასმელს - ცხელ გლინტვეინს მოგართმევენ. ღამის 12 საათზე კი კახეთს ცას ფოიერვერკი გაანათებს. 

ღირებულება: 255 ლარი 
დასაჯავშნად დარეკეთ: 032 2 43 94 94
ან ეწვიეთ www.radisson.com
ზევით