#მოდა

BABALETO: როდესაც ძვირფასი ადამიანისთვის, ძვირფას საჩუქარს ეძებ

გაზიარება:

საახალწლო სამზადისი კულმინაციურ ფაზაშია შესული, დღეს, როდესაც ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე საათიღა გვაშორებს ბევრი დეტალი გვაქვს მოსანიშნი ჩვენს სადღესასწაულო to do list-ში. ჩვენი საყვარელი ადამიანების გახარება კი უდავოდ, ამ სიის სათავეშია მოქცეული. თუ რიგი მიზეზების გამო, ამ დრომდე ვერ მოახერხეთ თქვენი ადრესატისთვის ძვირფასი საჩუქრის შერჩევა, ერთ მაგიურ ქართულ ბრენდ Babaleto-ს გაგაცნობთ, რომლის დახლზეც, საყვარელი ადამიანის გასახარებლად აუცილებლად შეარჩევთ სამკაულს.

თუ გსურთ, რომ თქვენს ადრესატს პერსონალიზებული საჩუქარი გაუკეთოთ, რომელიც მისი ხასიათისა თუ თქვენი სიყვარულის ანარეკლი იქნება, სწორ ადგილას მოხვდით. 

„აქ საქართველოა, მე ვარ ქართველი და ეს, ახალი თაობის ქართველის, ჩარჩოებს მიღმა ნაკეთობაა“ - ასეთია ბრენდის ფილოსოფია, რომელიც შთაგონებას ბუნების წიაღიდან იღებს და სიყვარულით შექმნილი სამკაულების ფართო ასორტიმენტში რეალიზდება. Babaleto-ს  ინდივიდუალური ხელწერა, უნიკალური ფორმები და ნაკეთობები, განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, აგრეთვე მამაკაცებისთვისაც, რაც გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას საყვარელი ადამიანები, საგულდაგულოდ შექმნილი და შერჩეული სამკაულით გავაბედნიეროთ.

Babaleto-ს სამკაულები იდეალური საჩუქარი იქნება საკუთარი თავისთვისაც. თუ ამ ღამეს გაბრწყინებას გეგმავთ, აუცილებლად დაგჭირდებათ აქსესუარი, რომელიც თქვენს განწყობას და ემოციებს სწორად გადმოსცემს. 

ამ სასიამოვნო ქაოსში, ერთი რამ არ დაგავიწყდეთ, საჩუქრის ჩუქების ჯადოსნური ხელოვნება, სიყვარულით შერჩეულ საჩუქრებში იმალება, რომელშიც თქვენს გრძნობებს ჩააქსოვთ. ბედნეირ ახალ წელს გისურვებთ!

ზევით