აღმოაჩინე ბაკურიანი ინნ - სასტუმრო საქართველოს მთებში

საქართველოს მთებში, დედაქალაქიდან 180 კმ-ში, "ბაკურიანი ინნ" სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე ელის. წიწვოვან მცენარეებში ჩაფლული კურორტი ოჯახური დასვენებისთვის და მოგონებების შესაგროვებლად ზედგამოჭრილი ადგილია.

ბაკურიანი ინნ, bakuriani inn, სასტუმრო, ბაკურიანი

სასტუმრო ყველა ტიპის დამსვენებელს მასზე მორგებულ სერვისს სთავაზობს. არ აქვს მნიშვნელობა სპორტული ტურიზმი გიზიდავთ თუ ბუნების სიმშვიდეში განტვირთვას ხართ მოწყურებულები, თქვენთვის სასურველ დასვენებას "ბაკურიანი ინნ" აუცილებლად მოგიწყობთ.

ბაკურიანი ინნ, bakuriani inn, სასტუმრო, ბაკურიანი, დეკორი, ინტერიერი

"ბაკურიანი ინნ" წელიწადის ყველა სეზონზე განსხვავებული და მიმზიდველია. ზამთარში კურორტი დათოვლილ სამოთხეს ემსგავსება, რომელიც თხილამურებითა თუ სნოუბორდით სრიალს მოგანდომებთ. თოვლის დნობასთან ერთად "ბაკურიანი ინნ"-ის ფანჯრებიდან პეიზაჟი აყვავებული ხეების ფონზე მწვანდება. ზაფხულობით ქალაქის სიცხისგან თავის დასაღწევად პიკნიკისა თუ ლაშქრობის მოწყობაზე, ან უბრალოდ კომფორტულ ოთახში განმარტოებაზე უკეთესი რა უნდა იყოს.

ბაკურიანი ინნ, bakuriani inn, სასტუმრო, ბაკურიანი, დეკორი, ინტერიერი

სასეირნო სივრცე, ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედანი, სეზონის შესაბამის სერვისებთან წვდომა - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში მხოლოდ "ბაკურიანი ინნ"-ში დაგხვდებათ. როგორც მიხვდით, სასტუმროს მთავარი ღირსება მრავალფეროვნებაა. ყველა სტუმარზე გათვლილი სივრცე ოჯახებს გართობას, ბავშვებს საყვარელ აქტივობებს, წყვილებს კი რომანტიკულ დასვენებას სთავაზობს. სასტუმროში ასევე შესაძლებელია ფორმალური და არაფორმალური ღონისძიებების ჩატარება. ამ ყველაფერთან ერთად სასტუმრო ზამთრის ბაღით, საუნით, აუზითა და სპა ცენტრითაა ცნობილი.

ბაკურიანი ინნ, bakuriani inn, სასტუმრო, ბაკურიანი, დეკორი, ინტერიერი

თავგადასავლებით სავსე დღის შემდეგ განტვირთვისთვის "ბაკურიანი ინნ"-ის სპაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. ტრადიციული და თანამედროვე თერაპიის უნიკალური ნაზავი სხეულისა და გონების რელაქსაციაში დაგეხმარებათ. სპა ცენტრში განუმეორებელი და დაუვიწყარი პროცედურების დიდ არჩევანს გვთავაზობენ. "ბაკურიან ინნ"-ში Germain de Capuccini-ს საერთაშორისო, პრემიუმ ხარისხის პროდუქცია დაგხვდებათ. აქვე შეგეძლებათ სხეულისა და სახის მოვლის სპა თერაპიების ჩატარება, ამასთანავე თმისა და სკალპის სამკურნალო სპა პროცედურებითაც ისარგებლებთ. სპა ცენტრის სერვისში შედის სამკურნალო პედიკიური და მანიკიური. ამ სივრცეში ასევე დაგხვდებათ სილამაზის სალონის სრული მომსახურებაც.

ბაკურიანი ინნ, bakuriani inn, სასტუმრო, ბაკურიანი, დეკორი, ინტერიერი, საცურაო აუზი

"ბაკურიანი ინნ"-ის ერთხელ სტუმრობის შემდეგ, როდესაც მრავალფეროვან გასართობ ადგილებს, ულამაზეს ბუნებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას აღმოაჩენთ, ბორჯომის ხეობაში კვლავ დაბრუნების სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებათ.

ბაკურიანი ინნ, bakuriani inn, სასტუმრო, ბაკურიანი

ზევით