#ცნობილები #მოდა

Balenciaga Clones: 2022 წლის SS კოლექცია წარმოსახვისა და რეალობის გზაგასაყარზე

გაზიარება:

დემნა გვასალიამ მომდევნო სიურეალისტური ჩვენება შემოგვთავაზა, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა 2022 წლის გაზაფხულის ვირტუალური ჩვენება წარმოგვიდგინა, რომელიც წარმოსახვისა და რეალობის გზაგასაყარზე იმყოფება.

ეს გაყალბებული მოდის ჩვენებაა, რასაც ონლაინ ვხედავთ სიმართლეს არასდროს შეესაბამება, მაშინ რა არის ნამდვილი და რა ყალბი? - დემნა გვასალია

Balenciaga Clones ამ სახელწოდებით ჩვენება ელიზა დუგლასმა გახსნა, ხელოვანმა, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული მოდის სახლის ყოველი ჩვენების გახსნისა და დახურვის პატივს ირგებს. ელიზამ როგორც ქალის ასევე მამაკაცის 44 ჩაცმულობა წარადგინა და მთელი შოუს ერთადერთ ვარსკვლავად მოგვევლინა. დუგლასმა ლუქები თეთრ პოდიუმზე, შავებში ჩაცმული აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა, თუმცა იქ რეალურად არავინ იმყოფებოდა, "ეს არის შოუ, რომელიც არასდროს გამართულა" - აცხადებს დემნა გვასალია, თუმცა სამოსის რეალურობაში გვარწმუნებს და ამბობს, რომ ისინი კოლექციისთვის ნამდვილად შეიქმნა.

Balenciaga Clones ჩვენება, ერთ-ერთ იმ შთამბეჭდავ ციფრულ ჩვენებებს შორისაა, რომლისთვისაც ციფრული ფორმატის მადლიერნი ვართ, ის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისა და ვიზუალური ილუზიის საუკეთესო წარმომადგენელია, რომელიც გაურკვევლობის, აღფრთოვანებისა და კმაყოფილების შეგრძნებას ერთდროულად გვიჩენს.

ზევით