BALENCIAGA SPRING 2025

გაზიარება:

Balenciaga-ს 2025 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება შანხაის ხელოვნების მუზეუმში წვიმიანი ცის ქვეშ გაიმართა. წვიმამ თითქოს ბრენდს ის სკანდალი ჩამორეცხა, რომელშიც ესპანური მოდის სახლი 2022 და 2023 წლებში გაეხვა. ორივე სკანდალი ბავშვებთან დაკავშირებულ თემას ეხებოდა.

წვიმას  ესპანური მოდის სახლი მომზადებული დახვდა. შავი ქოლგების ლეგიონი იცავდა დამსწრე საზოგადოებას, რომელთ შორის ფრანგ მსახიობს, სოფი მარსოსაც იხილავდით. დემნას გააჩნია უნიკალური ნიჭი; სწორედ ასე, უამინდობის ჟამს, მან კიბერპანკის ჟანრის ჩვენება გამართა. 

Balenciaga-ს 2025 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება მონოქრომული სამოსით დაიწყო. დემნას დიზაინს დიდი ხანია ერთი და უნიკალური ხაზი გასდევს და არც ამ ჯერად უღალატა მას ქართველმა დიზაინერმა. მასიური სამოსი, მონოქრომული და შავი ნაჭრები - ყოველი მისი კოლექცია თბილისს მაგონებს - მინიმალისტურს და ამავდროულად მასიურს, მონოქრომულს და ამავდროულად მაქსიმალურად მყვირალას.

დაათვალიერეთ ბრენდის უახლესი კოლექცია პირდაპირ შანხაიდან და თავად შეაფასეთ:

BALENCIAGA, DEMNA, ბალენსიაგა, დემნა, დემნა გვასალია

balenciaga, ბალენსიაგა, დემნა

საინტერესოა, რომ დიზაინერმა ჩვენებისას ფეხსაცმლის ყუთი აქსესუარად გამოიყენა.

ბალენსიაგა, დემნა, BALENCIAGA, DEMNA

ბალენსიაგა, დემნა, BALENCIAGA, DEMNA

კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი ვარდისფერი კაბაა, რომელიც ერთჯერადი ვარდისფერი პლასტიკური პარკისგანაა დამზადებული. ეს სამოსი კრისტობალ ბალენსიაგას 1965-1966 წლის შემოდგომა/ზამთრის ვარდისფერ კაბას მახსენებს, რომელიც სირაქლემას ბუმბულით იყო შექმნილი.

ბალენსიაგა, დემნა, BALENCIAGA, DEMNA

BALENCIAGA, ბალენსიაგა

დემნამ სუპერ წაგრძელებული ლუქები, შანხაის ცათამბჯენებით შთაგონებულმა შექმნა, თითქოს ყველა მოდელი ძალიან მაღალი ჩანდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი შთამბეჭდავად სქელი პლატფორმებით გამოდიოდნენ.

ბალენსიაგა, დემნდა, DEMNDA, BALENCIAGA

ბალენსიაგა, დემნდა, DEMNDA, BALENCIAGA

ზევით