#მოდა

BALENCIAGA x ADIDAS ნეო-ფუტურისტული კოლაბორაცია - რა უნდა შევიძინოთ?

გაზიარება:

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გიგანტმა Adidas-მა დიდი ძალისხმევა მიმართა მაღალი მოდის ინდუსტრიაში შესასვლელად. გერმანული ბრენდი გაერთიანდა ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიც: Prada და Gucci არიან, რამდენიმე თვის წინ კი Adidas-მა კიდევ ერთ ძლევამოსილ ბრენდთან Balenciaga-სთან კოლაბორაცია დაანონსა New York Stock Exchange-ზე. 

Balenciaga x adidas აერთიანებს სპორტული ტანსაცმლისა და მოდის ელემენტებს, რომლებიც ორივე ბრენდის კრეატიული ენის ნაწილია

ნეო-ფუტურისტული კოლაბორაციის დებიუტი 3 ნოემბერს შედგა, Balenciaga-მ და Adidas-მა ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების კოლექცია წარმოადგინეს, რომელიც ოსტატურად აკავშირებს ორი ბრენდის განსხვავებულ კონცეფციებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გავლენიანი ბრენდი საკუთარი მტკიცე კონცეფციით გამოირჩევა, მათ მაინც მოახერხეს გადაკვეთის წერტილის პოვნა და ფართო აუდიტორიისთვის ნანატრი პროდუქციის შეთავაზება.

ერთი შეხედვით, Balenciaga x adidas-ის მაისურები კლასიკურ სპორტულ ტანსაცმელს მოგაგონებთ, თუმცა მცირედი დაკვირვებაც სამარისია, რომ მასში Balenciaga-ს, უფრო კერძოდ კი დემნა გვასალიას ხელწერა ამოიცნოთ. Balenciaga-ს ავთენტურობა განსაკუთრებით იკვეთება სპორტულ ფეხსაცმელებში, რომლებიც  Adidas-ის კლასიკური მოდელების ჰიბრიდებს უფრო წარმოადგენენ.

Balenciaga x adidas-ის კოლაბორაციის სახედ ბელა ჰადიდი მოგვევლინა. ბელა Balenciaga-ს ჩვენებების სახედ ბოლო წლების განმავლობაში იქცა, მაშინ, როდესაც დემნა,  პოდიუმზე ცნობილი მოდელების გამოყვანაზე უარს ამბობდა, მან ჰადიდში ის უნიკალურობა აღმოაჩინა, რომელიც ფრანგული მოდის სახლისთვის და მისი დემნასეული კონცეფციისთვის სახასიათო აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ბელა ჰადიდმა Balenciaga-ს პოდიუმზე ერთხელ დადგა ფეხი, ის სამუდამოდ დაკავშირებული გახდა მოდის სახლთან.

Balenciaga / Adidas soccer T-shirt oversized

ყიდვა

Balenciaga / Adidas Hourglass XS handbag

ყიდვა

Balenciaga / Adidas T-shirt oversized

ყიდვა

Balenciaga / Adidas Trefoil earrings

ყიდვა

ზევით