#მოდა

ბელა ჰადიდი კოლგოტების და მაღალყელიანი წინდების გულშემატკივარია

გაზიარება:

მოდის კვირეულები არა მხოლდ მოდური ჩვენებების, არამედ მისი უნიკალური ქუჩის სტილის გამოც გვიყვარს განსაკუთრებულად. თუკი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები მომდევნო სეზონებისთვის გვამზადებენ, ქუჩის სტილში თანამედროვე მოდის და მისი გამორჩეული ტენდენციებისთვის თვალის მიდევნებაა შესაძლებელი. 

ბელა ჰადიდი ამ სეზონის უპირობო ვარსკვლავი გახლდათ, სუპერმოდელი წარმატებით გამოვიდა ნიუ-იორკის, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე და ამ შრომატევად მოგზაურობაში პირადი, ინდივიდუალური სტილით ტკბობის საშუალებაც მოგვცა. ბელა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი IT გოგოა მოდის სამყაროში და თუკი ჰადიდი რაიმეს ირგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აქსესუარი, ფეხსაცმელი თუ სამოსი მომდევნო თვეების განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს.

ბელას ერთ-ერთი ასეთი ამოჩემება კოლგოტები და მაღალწელიანი წინდებია, რომლითაც ჰადიდი მოდის კვირეულებზე საკმაოდ ხშირად გამოჩნდა. მეტიც, 90-იანების და კიდევ უფრო ადრე 60-იანების, ამ ულტრაპოპულარულმა ტრენდმა მოდელის გული გვიან გაზაფხულზე დაიპყრო და მას შემდეგ ის ბელას სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

კოლგოტები და მაღალყელიანი წინდები ტრიუმფალურად გამოჩნდა 2023 წლის Christian Dior-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაშიც, თუმცა მანამ, სანამ ამ ტრენდს სამომავლოდ გადავდებდეთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ამ შემოდგომისთვის ზედგამოჭრილია, როგორც საოფისე ისე ყოველდღიური სტილისთვის.

ზევით