#მოდა

10 შემთხვევა, როდესაც ბიანკა ჯაგერი ჩვენთვის სტილის კერპად იქცა

გაზიარება:

მე-20 საუკუნის ვარსკვლავგოგონა, ადამიანის უფლებათა დამცველი და მსახიობი, ბიანკა ჯაგერი 1971 წელს მსოფლიოს სიახლეების ეპიცენტრში მოექცა და მილიონობით გოგონას გული გაუტეხა, როდესაც სან-ტროპეში Rolling Stone-ის სოლისტზე მიკ ჯაგერზე იქორწინა და მუსიკოსის პირველი და უკანასკნელი ოფიციალური მეუღლის სტატუსი მოიპოვა.

ქარიზმატული, ეშხიანი და მიზანდასახული ბიანკა ჯაგერი ყოველთვის ცნობილი ადამიანების გარემოცვაში ტრიალებდა. თუმცა, როგორღაც ყოველთვის ახერხებდა მთელი ყურადღება მხოლოდ მას დაემსახურებინა. თამამი სილუეტებით, თვალშისაცემი აქსესუარებითა და მასკულინური ორეულებით ბიანკა ჯაგერმა ერთგვარი გადატრიალება მოახდინა მოდის სამყაროში.

1

 

ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მოდური მომენტი ბიანკას ცხოვრებაში, 1971 წლის მაისის თვეში გადახდილი ქორწილი იყო. 26 წლის ბიანკა ცოლად მე-20 საუკუნის ყველაზე გამორჩეულ მუსიკოსს, მიკ ჯაგერს Yves Saint Laurent-ის თეთრ პიჯაკში გამოწყობილი გაჰყვა.

2

 

ბიანკასა და მიკს ერთი მნიშვნელოვანი საერთო ჰქონდათ: ორივე მათგანი გიჟდებოდა მოდაზე და საკუთარ ჩაცმულობას ექსპრესიისთვის იყენებდა. ფოტოზე ახალდაქორწინებული წყვილია აღბეჭდილი 1971 წელს.

3

 

რა თქმა უნდა, power couple ყურადღების ეპიცენტრში იყო ყველა საჯარო ღონისძიებაზე. 1974 წელს ნიუ-იორკში გამოფენაზე მისულ ბიანკას მბზინვი წითელი კაბა, ამავე ფერის მოსაცმელი და ბერეტი ამშვენებდა, მიკი კი ზოლიან ლურჯ კოსტუმში იყო გამოწყობილი.

4

 

ქუდები ბიანკა ჯაგერის სტილის მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდნენ. ქორწილში, ყოველდღიურ სტილსა თუ ოფიციალურ გამოსვლაზე - ბიანკას ყოველთვის ჰქონდა შერჩეული შესაფერისი აქსესუარი, რომელიც მის გემოვნებასა და დახვეწილობას იდეალურად უსვამდა ხაზს.

5

 

ვის, თუ არა ბიანკა ჯაგერს უნდა გადავუხადოთ გულწრფელი მადლობა იმისათვის, რომ მასკულინური ორეულები ამ საკულტო ფიგურამ საკუთარი სტილის განუყოფელ ნაწილად აქცია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქალსაც ისევე სრულყოფილად შეუძლია სმოკინგის მორგება, როგორც მამაკაცს.

6

 

ბიანკა ჯაგერი და დევიდ ბოუი პარიზში 1977 წელს, ბიანკას ულამაზესი თეთრი კაბა ამშვენებს.

7

 

ბიანკა ჯაგერი და ამერიკელი დიზაინერი ჰალსტონი ხშირად ასოცირდებიან 70-იანი წლების გლამურთან და ეს რთული სათქმელი არ არის რატომ.

8

 

ბიანკა ჯაგერი 1978 წელს ესწრება George Cukor-ის გალა ვახშამს Halston-ის კაბაში გამოწყობილი.

9

 

ბიანკა ჯაგერის წვეულების განწყობა London Palladium-ში სტუმრობისას შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. მისი ასიმეტრიული აბრეშუმის კაბა, თავსაბურავთან და მაქმანებიან ხელთათმანებთან ერთად ბიანკას დაუვიწყარ სტილის მომენტად იქცა.

10

 

ბიანკა ჯაგერი და დიანა ვონ ფურსტენბერგი 1982 წელს ნიუ-იორკში.

ზევით