#მოდა

ბილი აილიში Oscar De La Renta-ს კაბაში - ოდა მერილინ მონროს

გაზიარება:

შესაძლოა ნიუ-იორკში Met Gala 2021-ზე არა ერთმა ცნობილმა ადამიანმა გაიბრწყინა, თუმცა ბილი აილიშისთვის წითელ ხალიჩაზე გამოჩენა ბევრად მეტი გახლდათ ვიდრე რიგითი გამოსვლა კამერების წინ. კოსტუმირებულ საღამოს 19 წლის მომღერალი ამ დრომდეც რამდენჯერმე დასწრებია, თუმცა ამჯერად ბილი წარსულის შთაგონებითა და მოდის სამყაროში ახალი გადაწყვეტილებით გამოჩნდა.

ახალგაზრდა მომღერალმა რამდენიმე ცნობილი ადამიანის მსგავსად Oscar De La Renta მოირგო, თუმცა არა სხვების მსგავსად. ბილი აილიშის ზღაპრული კაბა იმაზე მეტი გზავნილის მატარებელი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოვიდგენდით.

ფემინურ სტილში, დიდებული კაბითა და ასეთივე დიდებული ინსპირაციით გამოჩენა ბილი აილიშისთვის პირველი შემთხვევა გახლდათ და ამ შემთხვევისთვის ახალგაზრდა მომღერალი საგულდაგულოდ მოემზადა. ბილი Oscar De La Renta-ს კაბის მორგებას, მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა მოდის სახლს სრულად უნდა ამოეღო ბეწვეული მაღაზიებიდან, რაზეც Oscar De La Renta-მ თანხმობა განაცხადა და კოლაბორაციაც შედგა.

კაბის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში ბილისთვის შთაგონება გასული საუკუნის ჰოლივუდის ვარსკვლავი მერილინ მონრო აღმოჩნდა, რომელიც დღემდე წარმოადგენს ამერიკული კინოს, კულტურისა და სტილის ვარსკვლავს.

ზევით