#მოდა

ბიონსე Renaissance-ის მსოფლიო მუსიკალურ ტურნეში ქართული ბრენდის ფეხსაცმელებით გამოჩნდა

გაზიარება:

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ბიონსე სცენაზე პომპეზურად დაბრუნდა, მომღერალმა Renaissance-ის მსოფლიო მუსიკალურ ტურნე დააანონსა და გრანდიოზული შოუს მოწყობა შვედეთში, სტოკჰოლმში დაიწყო. ბიონსეს პირველი გამოჩენიდან მოყოლებული, როდესაც მას Alexander McQueen-ის კრისტალებით მოქარგული კოსტიუმი ამშვენებდა, ზუსტად ვიცოდით, რომ მისი საკონცერტო გარდერობი, დიდი ხნის განმავლობაში მოდურ ჰაილაითებში კუთვნილ ადგილს დაიკავებდა და არც შევმცდარვართ. 

ბიონსე,

მომღერალმა, ერთმანეთის მიყოლებით მოირგო როგორც Haute couture სილუეტები, აგრეთვე ექსკლუზიურად Renaissance-ისთვის შექმნილი კოსტიუმები, რომლებიც ისეთ სახელგანთქმულ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიც: David Koma, Balmain, Coperni, Loewe თუ Guiseppe Zanotti-ია. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა სიამაყით აღვნიშნავთ, მასში ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის ბრენდის David Koma-სა და ახლა უკვე დები ნინა და გვანცა მაჭარაშვილების Mach&Mach-ის წვლილს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by MACH & MACH (@machandmach)

Miami Gardens-ში, Hard Rock Stadium-ზე, Renaissance-ის კონცერტის გახსნაზე ბიონსეს შავ-თეთრი ბოდე და Mach&Mach-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ამშვენებდა. 

ზევით