ჯეინ ბირკინმა საკუთარი კვალი არა მხოლოდ ფრანგულ მუსიკასა და კინოში დატოვა, არამედ მოდის სამყაროშიც. სწორედ მის სახელს უკავშირდება ცნობილი ბირკინის ჩანთა.
ბირკინის ჩანთას 40 წელი შეუსრულდა
1984 წელს შექმნილი საკულტო ჩანთა სტატუსის სიმბოლოდ იქცა. Hermès-ი მოდის სახლი ბირკინის რეკორდული გაყიდვებითა და უამრავი ცნობილი კოლექციონერით ამაყობს. დღეის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ბირკინის ჩანთა YouTube სელებრითის, ჯეიმი ჩუასა და კარდაშიანების ოჯახის ყველაზე მდიდარ წევრს, კაილი ჯენერს აქვს.
ბირკინის ჩანთის დაბადება
1981 წელს ჯეინ ბირკინმა Hermès-ის აღმასრულებელ დირექტორი, ჟან-ლუი დიუმა თვითმფრინავში გაიცნო. სწორედ მისთვის შექმნა მსახიობმა სკეტჩი იმ ჩანთის, რომელიც იდეალური ტყავის აქსესუარი იქნებოდა ქალისთვის, რომელშიც ყველა საჭირო ნივთს მოათავსებდა და მხარზე გადაიგდებდა. სწორედ ეს შეხვედრა იქცა ბირკინს ჩანთის შექმნის ინსპირაციად.
„რატომ არ აკეთებთ ჩანთას, რომელიც ოთხჯერ აღემატება „კელის“. გოგოებს მოსწონთ, მკლავზე გადაკიდებული ჩანთები, სადაც ჩავყრით ყველაფერს, რაც კი გვჭირდება“, - ჯეინ ბირკინი.
დიუმასმა ზუსტად ის ჩანთა შექმნა, რომელიც ჯეინს სჭირდებოდა და მისი სახელიც დაარქვა. სწორედ ასე შეიქმნა ბირკინს ჩანთა, რომელიც ჩანთის ღირებულების კუთხითაც რეკორდებს ხსნის.
ჯეინ ბირკინი, „ბირკინის“ ჩანთის პროტოპის, რომელიც 2021 წელს ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში, ლონდონში იყო გამოფენილი, ხშირად იყენებდა სხვადასხვა პრობლემების მიმართ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და მასზე ხშირად მიაკრობდა ხოლმე სხვადასხვა მოწოდებებსა და ლოზუნგებს.
როგორც ცნობილია, რომ Hermès-ი ბირკინს ყოველწლიურად დაახლოებით 40 000 ამერიკულ დოლარს უხდიდა მისი სახელის გამოყენების სანაცვლოდ. თუმცა, ამ თანხა ჯეინი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს სწირავდა. ჯეინ ბირკინს სულ რამდენიმე Birking Bag გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საკულტო ჩანთა მის სახელს ატარებდა. ერთ-ერთი მათგანი 2014 წელს მსახიობმა აუქციონზე გაიტანა, ხოლო შემოსული თანხა არაკომერციულ ორგანიზაციას Anno's Africa-ს გადასცა.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.