#სილამაზე

ბრაზილიელი სხეულის თერაპისტის 5 ოქროს წესი

გაზიარება:

მათი სახელგანთქმული ეპილაციის მეთოდით დაწყებული - უბადლო ვარცხნილობით დამთავრებული, ბრაზილიელებმა სილამაზის სამყარო სამუდამოს შეცვალეს. დღესდღეობით, ბრაზილიელების ყველაზე პოპულარული ხრიკები მათი უნაკლო სხეულების ფორმირებაში უნდა ვეძიოთ, ამ საიდუმლოებების გამჟღავნება მსოფლიოსთვის ბრაზილიელმა სხეულის თერაპისტმა ფლავია მორელატომ გადაწყვიტა.

1. წყალი, წყალი და ისევ წყალი

"როდესაც სხეულს წყალი არკლია - არ აქვს მნიშვნელობა რატომ, ვარჯიშისგან, ალკოჰოლისგან თუ გარკვეული საკვებისგან, თქვენ გეუფლებათ სიმძიმის შეგრძნება მუცელში. ძალიან დიდი რაოდენობით შაქარი, მარილი, ალკოჰოლი, დაბალი არტერიული წნევა და გენეტიკა ხშირად შეშუპების და ამ სიმძიმის გამომწვევი მთავარი მიზეზებია, რომლის გადაჭრაც მხოლოდ საკმარისი რაოდენობით მიღებულ წყალს შეუძლია".

2. მეორე გულის გააქტიურება

თუკი დიდი ხნით ხართ სამუშაო მაგიდას მიჯაჭული, მაშინ სითხის ამოტუმბვის ვარჯიში აუცილებლად დაგეხმარებათ: "თუ ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინია, მაშინ ჩვენი კუნთები მეორე გულს წარმოადგენენ, მათი ყოველ ნახევარ საათში ამუშავება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

3. მშრალი მასაჟის ბრაზილიური მეთოდი

მშრალი მასაჟის პრინციპით სხეულის გამოღვიძება და სხეულში სისხლის სტიმულირება სილამაზის სამყაროს კიდევ ერთი ახალი აღმოჩენაა, რომლის შესახებაც ბრაზილიელებისგან შევიტყვეთ. მორელატო მასაჟს მუცლის არედან იწყებს, რა თქმა უნდა, წრიული მოძრაობით, შემდეგ ფეხებისკენ ინაცვლებს, შემდეგ კი ხელებზე.

4. დამატენიანებლის დატანის ტექნიკა

"სხეულის დამატენიანებლის თუ სკრაბის დატანისას მნიშვნელოვანია ქვემოდან-ზემოთ მოძრაობა განახორციელოთ, ეს უკეთ ეხმარება კანს შეწოვაში და ხელს უწყობს სისხლის მოძრაობას".

5. ღრმად ისუნთქეთ

დღის განმავლობაში რეგულარულად ღრმად ჩასუნთქვა "ეხმარება თქვენს ლიმფას. ლიმფატიურ სისტემას არ გააჩნია სპეციალური აპარატი, რომელიც მას ცირკულაციაში დაეხმარება, სწორედ ამიტომ ის კუნთებზე დამოკიდებული და დღის განმავლობაში 5 დიდი ჩასუნთქვაც ეხმარება მოძრაობაში".

ზევით