#მოგზაურობა

ბრილიანტის ხიდი - არნახული სანახაობა წალკის კანიონზე

გაზიარება:

14 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში დაცულ ტერიტორიაზე, პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი KASS LAND საზეიმოდ გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათად წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრიანი ბრილიანტის ხიდი იქცა, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული.

წალკის ხიდი, დაშბაშის კანიონი, ბრილიანტის ხიდი,

ბრილიანტის ხიდი სრულ სინთეზშია გარემოსთან, 360 გრადუსიანი ხედვის არეალის წყალობით კი ვიზიტორებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

წალკის ხიდი, დაშბაშის კანიონი, ბრილიანტის ხიდი,

უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებით შექმნილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი დამთვალიერებლებისთვის 15 ივნისიდან გახდა ხელმისაწვდომი. პანორამული, გასაოცარი ხედებით,  ზიპლაინით, ბაიკ-ლაინითა თუ სხვა შთამბეჭდავი სანახაობებით შუშის ხიდი მზად არის ვიზიტორების გულები სამუდამოდ დაიპყროს.

ქართული ტურიზმის ნამდვილი ბრილიანტის შუაგულში კაფე-ბარია განთავსებული, რომელიც გახსნისთანავე გინესის რეკორდების წიგნში დაიკავებს ადგილს, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით.

წალკის ხიდი, დაშბაშის კანიონი, ბრილიანტის ხიდი,

ბრილიანტის ხიდი და მთლიანად პროექტი KASS LAND ქართული ეკოტურიზმის განვითარებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა/შენარჩუნების საკითხში წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში ამ ადგილას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობა და დამატებით 200 ვილის აშენება იგეგმება.

ზევით