#სილამაზე

ბრინჯის წყალი თმისთვის: 5-წუთიანი ნიღბის ჯადოსნურობა

გაზიარება:

აზიელი ქალების სილამაზის საიდუმლო დანარჩენი მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ გახდა აღმოჩენა, ბრინჯის წყლის მომაჯადოებელმა ეფექტმა ჯერ TikTok დაიპყრო, შემდეგ Youtube, ბოლოს კი კარდაშიანების ბლოგშიც შეაღწია. 

ეფექტი მართლაც გასაოცარია, სულ რაღაც ერთ დაბანაში მბზინავი, ჯანსაღი თმა. გვაქცევს ბრინჯის წყალი რეალურ ცხოვრებაში რაპუნცელებად? - არა, ეს შეფასება და მოლოდინი ნამდვილად გადამეტებულია, თუმცა ამ ნიღაბს ნამდვილად შესწევს იმის უნარი, რომ საგულდაგულოდ გაასუფთაოს სკალპი, მიანიჭოს მას ჯანსაღი ელფერი და დაეხმაროს თმას ზრდაში.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯის წყალი?

ბრინჯის წყლის სახლის პირობებში მომზადება მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი, ჩვენ დაგვჭირდება ბრინჯი, დიდი ზომის ჯამი და გასაფილტრი საშუალება.

  1. პირველი ეტაპი ბრინჯის საგულდაგულოდ გასუფთავებას გულისხმობს, დარწმუნდით, რომ თქვენი ბრინჯი ყველანაირი მინარევისგან გაათავისუფლეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით შემდეგ საფეხურზე.
  2. დაამატეთ ჯამში სითხე, ჩაამატეთ გასუფთავებული ბრინჯი და ხელის მოძრაობებით დიდხანს ურიეთ, სანამ სითხე რძის კონსისტენციასა და დაახლოებით მისსავე ფერს არ მიიღებს.
  3. დაასვენეთ თქვენი ბრინჯი 24 საათის განმავლობაში.
  4. 24 საათის შემდეგ, განაცალკევეთ ბრინჯი და სითხე გასაფილტრის დამსახურებით ერთმანეთისგან, გადაიტანეთ სითხე შამპუნის ბოთლსა თუ კონტეინერში და ვუალა, თქვენი ჯადოსნური საშუალებაც მზადაა.

როგორ გამოვიყენოთ?

გამოიყენეთ თქვენი ბრინჯის წყალი ისე, როგორც ჩვეულებრივ თმის ნიღაბს ან სხვა მოვლის საშუალებას იყენებთ. დაიტანეთ თმაზე ბრინჯის წყალი, განსაკუთრებით თმის ძირებში და დაიმასაჟეთ თავის სკალპი 5 წუთის განმავლობაში.

დაელოდეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ ბრინჯის წყალი თქვენი საყვარელი შამპუნით. 

გაითვალისწინეთ: ბრინჯის წყლის სისტემატურ გამოყენება არ არის რეკომენდებული ჩვენი თავის კანისთვის, რადგან ხშირა გამოყენებამ შესაძლოა პირიქით, თმის გაუხეშება გამოიწვიოს.

ზევით